იტალიურ კალიარიში მიმდინარე ATP-250 კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ივაჟკაცა, სამ სეტში გერმანელი ლენარტ შტრუფი დაამარცხა და დღევანდელი ქართული წარმატებაც გაასამა. ბასილაშვილი პირველ სეტში ბრეიქით დაწინაურდა, მაგრამ საქმის ბოლომდე მისაყვანად მაინც მეშვიდე გეიმის მოგება დასჭირდა – 7:5. შესვენებაზე ჩვენიანმა სამედიცინო შესვენება მოითხოვა. ფეხს იტკიებდა, მაგრამ სერიოზული არაფერი აღმოჩნდა. ბასილაშვილმა მეორე სეტი დათმო, თუმც მესამეს...
