საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა ფინეთის ეროვნულ გუნდთან, შემდეგ ბევრი იბრძოლა, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალები ვერ გადანააწილა და 70:78 დამარცხდა.
ცუდი იყო დაცვა პირველ მეოთხედში და 30 ქულა მივიღეთ, საპირწონედ კი მხოლოდ 17 ჩავაგდეთ. მეორე მეოთხედში შეტევაში ვერ ვივარგეთ და 13 ქულა მოვინაგრეთ, ამასთან მეტოქე კიდევ უფრო წინ გავუშვით და ტაიმი 19 ქულით წავაგეთ.
აი, მესამე მეოთხედი უკვე მთლიანად ჩვენი იყო, 27:8 მოვიგეთ და დასკვნით 10-წუთეულს თანაბარი ანგარიშით შევხვდით.
თუმცა, ბოლოს ძალები აღარ გვეყო…
საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გარანტირებული ჰქონდა, E ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე სერბები გავიდნენ, მესამე ადგილი და ევროსაგზური ფინელებს დარჩათ, ხოლო შვეიცარია, ბრძოლის მიუხედავად მომავალზე იფიქრებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
