
„ლივერპული”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „რეალი” და ფიფა ფეხბურთის განადგურებას აპირებენო, განაცხადა ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ოთხი სუბიექტი ჩართულია მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც არის 5 მილიარდ ევროზე მეტად ღირებული ევროპის სუპერლიგის შექმნა.
კერძოდ, ტებასი ხელს „ლივერპულის” მეპატრონისკენ ჯონ ჰენრისკენ, „მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელისკენ ჯო გლეიზერისკენ, „რეალის” პრეზიდენტისკენ ფლორენტინო პერესისა და ფიფას პრეზიდენტისკენ ჯანი ინფანტინოსკენ იშვერს.
ტებასი: „ფეხბურთისთვის ეს კატასტროფა იქნება. ევროპის სუპერლიგის შექმნა ჩვენს სახეობას ევროპაში ეკოსისტემას გაუნადგურებს.
იატაკქვეშა პროექტის სათავეში ინფანტინო და პერესი დგანან, მაგრამ მის შექმნაში გლეიზერები და „ლივერპულიც” აქტიურად მონაწილეობენ. ისინი ფარულ შეხვედრებს მართავენ. მათ უნდოდათ ამბავი არ გახმაურებულიყო, მაგრამ ოქტომბერში მათი სერობების შესახებ საზოგადოებამ შეიტყო და მას მერე ამ თემაზე ლაპარაკობენ.
სიხარბის ამბავია? როგორც გნებავთ ისე ჩათვალეთ, ის კი ფაქტია, რომ სუპერლიგა ჩემპიონთა ლიგას გაანადგურებს. მათაც სწორედ ეს უნდათ. თუ ჩემპიონთა ლიგა გაქრება და აღარ იქნება ფული, რომელსაც ეს შეჯიბრება გამოიმუშავებს, ყველაფერს თვითონ დაეპატრონებიან”.
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ გარი ნევილმა ევროპის სუპერლიგას ხარბი ადამიანების პროექტი უწოდა და თქვა, რომ ფეხბურთი თვითგანადგურების გზაზე დგას.
„შუა პანდემიაში ვიმყოფებით, ფეხბურთი მუხლებზეა დაჩოქებული. ეს ნამდვილი თვითგანადგურებაა,” — თქვა მან.
„რეალმა”, „ლივერპულმა”, „მანჩესტერ იუნაიტედმა” და ჯანი ინფანტინომ ტებასის ბრალდება ერთ ყურში შეუშვეს და მეორეში გამოუშვეს.
ოფიციალური პოზიცია კი სხვა აქვთ. მაგალითად, „იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა ნოემბერში განაცხადა, რომ ის ევროპულ კლუბთა ასოციაციასთან ერთად დღეს არსებული შეჯიბრებების გაძლიერებაზე მუშაობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
