„ლივერპული”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „რეალი” და ფიფა ფეხბურთის განადგურებას აპირებენო, განაცხადა ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ოთხი სუბიექტი ჩართულია მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც არის 5 მილიარდ ევროზე მეტად ღირებული ევროპის სუპერლიგის შექმნა. კერძოდ, ტებასი ხელს „ლივერპულის” მეპატრონისკენ ჯონ ჰენრისკენ, „მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელისკენ ჯო გლეიზერისკენ, „რეალის” პრეზიდენტისკენ ფლორენტინო პერესისა და ფიფას პრეზიდენტისკენ...
