მიუნხენის „ბაიერნის“ ორი მცველი, დავიდ ალაბა და ჟერომ ბოატენგი, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ცხადია, ბავარიული კლუბის მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკს უკვე მონიშნული ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მათ შემცვლელად განიხილავს. სიაში პირველი „ლაიფციგის“ 22 წლის ფრანგი მცველი დეოტშანკულე (იგივე დაიო) უპამეკანოა.
თავად საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კი „ლაიფციგთან“ კონტრაქტი ახლახანს 2023 წლამდე გააგრძელა. თუმცა, სეზონის ბოლოს, შესაძლოა, ამუშავდეს პუნქტი, რომლის თანახმად მსურველ კლუბს მისი გამისყიდვა 42 მილიონად შეეძლება.
უპამეკანო კი მოთხოვნადი ფეხბურთელია – „ბაიერნის“ გარდა, მისი გადაბირება „მანჩესტერს“, „ლივერპულს“ და მადრიდის „რეალს“ სურთ.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე