კარგი ფეხბურთელი იყო ცხონებული მამუკა ფანცულაია, საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებშიც ბევრჯერ უთამაშია… მერე სსრკ დაიშალა და… საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგი ფეხბურთელია მისი შვილი, გიორგი ფანცულაია, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ აგორებს ბურთს. ეს სახელ-გვარები ალბათ ბევრმაც იცით… მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება ნათია ტიტიკოს ასული ფანცულაია…
გვარია ქართული, თორემ ისე უკრაინისთვის ირჯება და საკმაოდ კარგადაც. დღეს საბერძნეთი-უკრაინის (0:4) ნაკრებების მატჩისას ანგარიშიც გახსნა.
უკრაინის ნაკრებს კი, ჯგუფიდან გასვლაზე აქვს პრეტენზია. თუ ბოლო ტურში გერმანია ირლანდიასთან არ წააგებს, ფანცულაია ფლეი ოფში ითამაშებს.
ნათია 29 წლის დეკემბერში გახდება, თამაში პროფესიულ დონეზე 17 წლისამ დაიწყო და უკრაინულ „როდინასთან“ გააფორმა კონტრაქტი. გაგიკვირდებათ და, პარალელურად „კოველჩანკაში“ ფუტსალსაც თამაშობდა. შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე უკრაინული გუნდი, ერთიც თურქული და უცებ მადრიდის „ატლეტიკოში“ აღმოჩნდა. მართალია, ესპანეთის დედაქალაქში ერთი მატჩიც არ უთამაშია, მაგრამ…
ახლა ისევ თურქეთშია, ALG Spor-ში თამაშობს. 4 მატჩი, 4 გოლი…

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
