კარგი ფეხბურთელი იყო ცხონებული მამუკა ფანცულაია, საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებშიც ბევრჯერ უთამაშია… მერე სსრკ დაიშალა და… საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგი ფეხბურთელია მისი შვილი, გიორგი ფანცულაია, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ აგორებს ბურთს. ეს სახელ-გვარები ალბათ ბევრმაც იცით… მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება ნათია ტიტიკოს ასული ფანცულაია… გვარია ქართული, თორემ ისე უკრაინისთვის ირჯება და საკმაოდ კარგადაც. დღეს საბერძნეთი-უკრაინის (0:4) ნაკრებების...
