მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, ბელგიელი ედენ აზარის ფასი ბოლო დროს საგრძნობლად დაეცა.
2018 წლის ოქტომბრიდან 2019-ის ივნისამდე მისი სატრანსფერო ფასი 150 მილიონი ევრო იყო, მაშინ ის ლონდონის „ჩელსიში“ თამაშობდა, .
შემდეგ აზარმა „სამეფო კლუბს“ მიაშურა და… მადრიდში ედენი პრობლემებსა და ტრავმებს შეეტაკა. ფაქტობრივად, მაღალ დონეზე აღარც უთამაშია. მისმა ფასმა კატასტროფულად დაიწყო ვარდნა: ჯერ 120 მილიონი გახდა, შემდეგ – 100, 80 და აგერ ახლა საბაზრო ფასი 60 მილიონი ევროა, რაც 90 მილიონით ნაკლებია მის ერთი წლის წინანდელ ფასთან.
ადრე დაიწერა, რომ „რეალი“ აპირებს აზართან ფსიქოლოგიური სამუშაო გასწიოს და ტრავმის მიღების შიში გაუქროს. სადღეისოდ აზარი ტრავმის შემდეგომ სარეაბილიტაციო კურს გადის და დიდი შანსია „ბარსელონასთან“ მატჩი გამოტოვოს…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
