მარხელმა 28 შეარჩია

Home კატეგორიის გარეშე მარხელმა 28 შეარჩია
მარხელმა 28 შეარჩია

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ის 28 ფეხბურთელი დაასახელა, რომლითაც 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ გუნდთან თბილისური დაპირისპირებისთვის მოემზადება.

ეს ევრო 2020-ის ფლეი ოფის ნახევარფინალი იქნება. წყვილის უმჯობესი ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს შორის გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს შეეცილება.

მარხელმა თბილისში გასამართი მატჩისთვის ეს შემადგენლობა შეარჩია:

Belarus names squad for October UEFA EURO 2020 qualifying fixturesმეკარეები ალეკსანდრ გუტორი (სოლიგორსკი), დენის შჩერბიცკი (ბატე), ეგორ ხატკევიჩი (ისლოჩი)

მცველები ალეკსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), მაკსიმ ბორდაჩოვი (ტორპედო-ბელაზი), დენის პოლიაკოვი (ქაირათი, ყაზახეთი), ნიკიტა ნაუმოვი (ჟეტისუ, ყაზახეთი), ალეკსანდრ პავლოვეცი, რომან იუზეპჩუკი (ორივე დინამო ბრ), ალეკსანდრ საჩივკო (სოლიგორსკი), ნიკოლაი ზოლოტოვი (ურალი, რუსეთი)

ნახევარმცველები იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა ბატე), ივან მაევსკი, მაკს ებონგი (ასტანა, ყაზახეთი), პაველ სავიცკი, კირილ პეჩენინი (ორივე დინამო ბრ), დმიტრი პოდსტრელოვი (სოლიგორსკი), იური კოვალიოვი, ვალერი გრომიკო (ორივე არსენალი, რუსეთი), ივან ბახარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ორივე დინამო მნ), ანდრეი ხაჩატურიანი (ტორპედო-ბელაზი)

თავდამსხმელები მაკსიმ სავიში, ნიკოლაი სიგნევიჩი (ორივე ბატე), დენის ლაპტევი (დინამო-ბრესტი), ვიტალი ლისაკოვიჩი (ლოკომოტივი, რუსეთი)

ბელარუსის ნაკრები 3 ოქტომბერს, მინსკის საფეხბურთო ბაზაზე შეიკრიბება და თბილისური მატჩისთვის მზადებას იქ დაიწყებს. მარხელის გუნდი საქართველოს დედაქალაქში 7 ოქტომბერს ჩამოვა.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.