ფილ ფოდენი და მეისონ გრინვუდი ინგლისის ნაკრების შემდეგ ოთხ შეხვედრაში ვერ ითამაშებენ. ისინი დასაჯეს. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა ვარსკვლავები გარეთ საუთგეიტის ბანაკიდან დაიფრინეს და ისინი უკვე ინგლისში არიან.
ფოდენმა და გრინვუდმა ისლანდიაში კარანტინის წესები დაარღვიეს და სასტუმროში გოგოები მიიყვანეს. „გულუბრყვილო ბიჭები”, რომელთაც 24 საათით ადრე რეიკიავიკში, ერთა ლიგის უღიმღამო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა უღიმღამობის მიუხდავად თანაგუნდელებთან ერთად 1:0 მოიგეს, ადგილობრივმა პოლიციამ გამოიჭირა და თითოეული 1360 გირვანქით დააჯარიმა.
ფოდენი 20 წლისაა, გრინვუდი თვრამეტის. ფოდენმა „ტვიტერზე” ბოდიში მოიხადა, გრინვუდმა თავისი „ტვიტერი” საერთოდ გამორთო.
გოგოები, რომლებიც ფოდენმა და გრინვუდმა სასტუმროში მიიყვანეს, მათ წინასწარ, ინტერნეტით გაუცნიათ. ისინი იყვნენ 20 წლის ნორვეგიელი მოდელი, ვინმე ნადია სიფ ლინდალ გუნარსდოტირი და მისი 19 წლის ბიძაშვილი ლარა კლაუსენი.
ლარამ ინგლისურ „დეილი მეილს” უთხრა:
„ჩვენ ერთმანეთი ონლაინ გავიცანით. მე მეისონს ისლანდიაში ჩამოსვლამდე ორი დღე ველაპარაკებოდი. მათ იცოდნენ, რომ კარანტინი ელოდათ, მაგრამ ყველამ ერთად ვიფიქრეთ, რომ რაკიღა ბიჭებს თამაშის ნებას რთავდნენ, ესე იგი ტესტირება გავლილი ექნებოდათ”.
გრძელგვარიანმა ნადიამ, რომელმაც, როგორც მოდელმა ამ სკანდალით ალბათ სახელი გაითქვა, ხოლო კომენტარში (ისევე როგორც მისმა ბიძაშვილმა) „დეილი მეილს” ფულიც გამოართვა, დასძინა: „ჩვენ ძალიან კარგი ღამე გავატარეთ. ოთხივენი ერთად ვიყავით და ერთმანეთს დავუახლოვდით. ისინი მართლა ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ”.
ლარა: „ისინი ჩვენი თანატოლები არიან. ჩვენ ყველანი ახალგაზრდები და ცოტა სულელები ვართ, ამიტომაც შეცდომები მოგვდის. ბიჭები ძალიან კარგად მოგვეპყრნენ. ისინი ნამდვილი ჯენტლმენები იყვნენ”.
მიუხედავად იმისა, რომ ფოდენისა და გრინვუდის ასაკში ვაჟებს ჰორმონების მოჭარბება ახასიათებთ ანუ მათი ქცევა მოსაწონი არა, მაგრამ გასაგებია, ინგლისურმა მას მედიამ ისინი უაპელაციოდ კოვიდიოტების სიაში შეიყვანა და აგერ, ჩვენს შავ-თეთრ ფოტოზეც, ჯერ კიდევ საყოველთაო კარანტინისდროინდელ დამრღვევთან ჯეკ გრილიშთან ერთად გამოჭიმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
