ბათუმმა მერანი თბილისში წააქცია

ელიგის ტურის ყველაზე „მყვირალა“ შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართა. „საბურთალომ“ და „ჩიხურამ,“ „ბაიერნი“ – „ბარსელონას“ ამასწინანდელი შედეგი გაიმეორეს, თბილისელებმა ზემოიმერლებს 8:2 მოუგეს…

მაგრამ რა იყო ეს? ცხადია, რომ სოსო ფრუიძის წასვლის შემდეგ, საჩხერელების საქმე ცუდად მიდის, მაგრამ ასეთი უსუსურობა თუ უყურადღებობა, მართლაც საოცარია. მათი მცველები და მეკარე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შეცდომების დაშვებაში. იმაში, თუ როგორ არ უნდა ითამაშო ფეხბურთი.

ამ მატჩს კიდევ ერთი ინტრიგა ახლდა. ყველას აინტერესებდა როგორ გამოიყურება საბურთალოელთა კამერუნელი ახალწვეული ოლივიე ბუმალი. კვალიფიციური ლეგიონერებით განებივრებულნი არ ვართ და კამერუნის ნაკრების ფეხბურთელის საქართველოში ხილვა, ბუნებრივია განსაკუთრებული მოვლენაა.

საბურთალომ ჩიხურას 8 გოლი გაუტანა

ბუმალი 57-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე სანდრო ალთუნაშვილის ნაცვლად და სამ წუთში გაგი მარგველაშვილს საგოლე პასი მისცა. სხვა მხრივ, თავი დიდად არაფრით გამოუჩენია, მაგრამ მის დებიუტს უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია.

ბათუმის „დინამომ“ აუტსაიდერ „მერანს“ სტუმრად 2:1 მოუგო და სეზონში პირველად გალიდერდა.

„თელავმა“ და თბილისის „დინამომ,“ ასევე „სამტრედიამ“ და „ლოკომოტივმა“ ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს.

„დილამ“ ტურის ბოლო შეხვედრაში „ტორპედოს“ 3:1 სძლია და საჩემპიონო რბოლაში რჩება. ტიტულის მაძიებელთა ვინაობა უკვე ნათლად გამოიკვეთა. ლიდერ „ბათუმს“ 20 ქულა აქვს, „დინამოს,“ „საბურთალოსა“ და „დილას“ – 19-19.

ახლა ელიგაში მცირე პაუზა გამოცხადდება და 12 სექტემბერს განახლდება.

თელავი 0:0 დინამო

მერანი 1:2 ბათუმი
0:1 რეინალდო (51), 0:2 ნიქაბაძე (55), 1:2 გოგოლაშვილი (84)

სამტრედია 0:0 ლოკომოტივი

ჩიხურა 2:8 საბურთალო
0:1 ცნობილაძე (3), 0:2 ტერა (10), 1:2 დეკანოიძე (14), 1:3 ქავთარაძე (17), 1:4 ლუმუ (27), 1:4, 1:5 ქავთარაძე (33, 39), 1:6 ტერა (52), 1:7 მარგველაშვილი (60), 1:8 გულიაშვილი (63), 2:8 ჩიკვაიძე (90)

დილა 3:1 ტორპედო
0:1 ივანიშვილი (22), 1:1, 2:1 სპანდერაშვილი (26 პენ, 58), 3:1 მარკოზაშვილი (90+4)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

12 სექტემბერი: საბურთალო – მერანი, ბათუმი – დინამო, ლოკომოტივი – ჩიხურა
13 სექტემბერი: დილა – თელავი, ტორპედო – სამტრედია

მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 6, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი), ბექა ქავთარაძე (საბურთალო) – 5