ჭდე: ჩიხურა

Home ჩიხურა
ბოლნისური არომატით
ჩანაწერი

ბოლნისური არომატით

პირველი წრე ეროვნულ ლიგა 2-შიც დასრულდა. თუმცა, შესვენება ხანგრძლივი არ იქნება. უკვე 28-29 აპრილს მე-10 ტურის მატჩები გაიმართება. ლიდერი ბოლნისის „სიონია.“ ქვემოქართლელებმა შესანიშნავი გაზაფხული ჩაატარეს. პირველი შვიდი მატჩიდან შვიდივე მოიგეს და მხოლოდ მე-8 ტურში დამარცხდნენ უშუალო მდევარ „გაგრასთან.“ ჯამში მათ 9-დან 8 შეხვედრაში გაიმარჯვეს და ლიგის რეკორდიც დაამყარეს. არც არის გასაკვირი, ვარლამ კილასონიას, რომელიც პირველი...

წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო…
ჩანაწერი

წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო…

ეროვნული ლიგის ფლეი ოფის პირველი მატჩების შემდეგ, ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეული იყო. სასწაული თუ შეცვლიდა რამეს. სასწაული არ მოხდა და გაისად უმაღლეს ლიგაში „ტორპედო“ და „სამგურალი“ ითამაშებენ. ქუთაისელები თავის „რამაზ შენგელიას“ სტადიონზე გიორგი ფანცულაიას ლამაზი გოლით უგებდნენ „გაგრას“, მაგრამ დამთავრებამდე 15 წუთით ადრე თამაზ მაქაცარიამ გაათანაბრა. საბოლოოდ – 1:1. „ტორპედომ“ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. „გაგრა“ კი გაისად...

ნახევარფინალისტები დალაგდნენ
ჩანაწერი

ნახევარფინალისტები დალაგდნენ

ყველა ქვეყანაში ყველაზე სენსაციური შედეგები თასზე ფიქსირდება. ასეა ჩვენთანაც და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში ნახევარი რანგით მეორე ლიგიდან არის. ფეხბურთის ფედერაციაში სწორედ ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ისე მოხდა, რომ ქვედალიგელები ერთმანეთს ასცდნენ: სამგურალი-ჩიხურა გაგრა-საბურთალო ფავორიტები, ცხადია, „ჩიხურა“ და „საბურთალოა“, მაგრამ ერთმატჩიანი დუელში ყველაფერი შესაძლებელია და ნუ გამოვრიცხავთ, რომ სულაც ეროვნული ლიგა 2-ის...

ბათუმი თავშია
ჩანაწერი

ბათუმი თავშია

ელიგის ტურის ყველაზე „მყვირალა“ შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართა. „საბურთალომ“ და „ჩიხურამ,“ „ბაიერნი“ – „ბარსელონას“ ამასწინანდელი შედეგი გაიმეორეს, თბილისელებმა ზემოიმერლებს 8:2 მოუგეს… მაგრამ რა იყო ეს? ცხადია, რომ სოსო ფრუიძის წასვლის შემდეგ, საჩხერელების საქმე ცუდად მიდის, მაგრამ ასეთი უსუსურობა თუ უყურადღებობა, მართლაც საოცარია. მათი მცველები და მეკარე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შეცდომების დაშვებაში. იმაში, თუ როგორ არ უნდა...

მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები
ჩანაწერი

მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები

მეორე ტურის მთავარმა მატჩმა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონობის თეორიული კანდიდატები ხვდებოდნენ, არ გაამართლა. თბილისის და ბათუმის „დინამოების“ შეხვედრა ცოტა უფრო მძაფრი და ჟინიანი წარმოგვედგინა, ერთმანეთს ხომ წინა სეზონის ჩემპიონ-ვიცეჩემპიონი ხვდებოდნენ. მაგრამ ნუ განვსჯით მკაცრად, სეზონი ჯერ მხოლოდ იწყება და ყველაფერი წინ არის. პლუსი ის არის, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, მეტოქეებმა გოლების გატანა მოახერხეს. ბათუმელთაგან თავი ჯაბა...

აი, ამბავი: ჩიხურა ფრუიძის გარეშე
ჩანაწერი

აი, ამბავი: ჩიხურა ფრუიძის გარეშე

სოსო ფრუიძემ ჩიხურა დატოვა. ეს სენსაციური ამბავი დღეს გაცხადდა. გამოცდილმა სპეციალისტმა თითქმის 13 წელი იმუშავა საჩხრეში. მოიგო საქართველოს თასი და სუპერთასი, სამჯერ იყო ქვეყნის თასის ფინალში და ერთხელაც გუნდი ვიცე-ჩემპიონობამდე მიიყვანა. ფრუიძის ხელში „ჩიხურა“ ექვსჯერ გავიდა ევროტურნირებზე და ბოლო თამაშს თუ არ ჩავთვლით („აბერდინთან“ 0:5), დიდი ანგარიშით არ ჰქონდა წაგებული. ფრუიძის გუნდმა გამოთიშა თურქული „ბურსასფორი“...

ბოლო დასვენება …
ჩანაწერი

ბოლო დასვენება …

34-ე ტურს თითქმის არაფერი შეუცვლია სატურნირო თვალსაზრისით. ჩემპიონობის სამივე კანდიდატმა უდანაკარგოდ გაიარა ეს საფეხური. თუმცა ორ მათგანს მეტოქეები ისეთები ჰყავდა, გააფთრებით რომ იბრძვიან ელიტაში დასარჩენად და არავის არაფრით დაინდობენ. მაგალითად, „ბათუმს“ „სიონი“ ეწვია. ბოლნისური კლუბი პლეი აუტის გარეშე ცდილობს ელიგაში დარჩენას. იმავე მდგომარეობაშია „რუსთავიც,“ რომელმაც თბილისის „დინამო“ ისტუმრა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მომგებმა მოიგო. აი, „საბურთალო“...

იყო!
ჩანაწერი

იყო!

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და ბათუმის „დინამოს,“ – მეხივით გავარდა ბათუმური კლუბის მფლობელის, არჩილ ბერიძის სიტყვები „ჩიხურასთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც ზემოიმერლებმა 2:0 მოიგეს. სტუმრებს პროტესტის საფუძველი, ცხადია, ჰქონდათ. მათთვის ხომ ყოველ ქულას უკვე ბაჯაღლო ოქროს ფასი დაედო. იყო მართლაც ეპიზოდი, როცა ზღვისპირელთა შეტევისას, ლადო დვალიშვილის დარტყმული ბურთი საჩხერელ მცველს დავით მაისაშვილს, საკუთარ...

მიმინოს ფრთები ჯერ არ გაუშლია
ჩანაწერი

მიმინოს ფრთები ჯერ არ გაუშლია

დრო იყო, ჩვენი „დინამოს“ ძირითადი გუნდის ფეხბურთელს აზერბაიჯანულ კლუბთან მოედანზე გასვლას ვერ აკადრებდი. დღეს კი „გაბალასთან“ მოგებამ გამახარა. 2016-17 წლების სეზონში ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ევრო თასების პირველი ეტაპი ვერ გადალახა, აზერბაიჯანული კლუბები კი ათ წელიწადზე მეტია გვიგებენ. მოდი და ეს პატარა გამარჯვება ნუ გაგახარებს. თანაც, ჩვენი სამი გუნდი ევრო საგზურებისთვის ბრძოლას ჯერ კიდევ აგრძელებს…...

ქართველები ევროპაში: +3-1
ჩანაწერი

ქართველები ევროპაში: +3-1

ქართული გუნდების საევროსარბიელო გამოსვლა ბრწყინვალე გამარჯვებით „საბურთალომ“ დაიწყო, მერე კი თბილისურ გუნდს მხარი თანაქალაქელმა „დინამომ“ და საჩხერის „ჩიხურამაც“ აუბეს. რასაც ვერ ვიტყვით ქუთაისის „ტორპედოზე“. მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა ექს-ჩემპიონმა ყაზახეთში „ორდაბასთან“ იბრძოლა, თუმცა 67-ე წუთზე როინ კვასხვაძის უხეშ შეცდომის შედეგად კუთხურიდან ერთადერთი გოლი მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მიუხედავად შეცდომისა, საქართველოს ნაკრების მეკარემ რამდენიმე ეპიზოდში...