ბნელი 90-იანების მიწურულს, 1999 წლის 20 აგვისტოს, თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, 161-ე სკოლის ბაზაზე საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ დაარსდა. 16 წლის თავზე, „საბურთალომ“, ჭაბუკთა შორის შიდა თუ ევროსარბიელზე წარჩინებულად რომ გამოდიოდა, საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. სამ წელიწადში თბილისური გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. 9 ივლისს, „საბურთალო“ მოლდოვაში ჩაფრინდა...
