გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიუ, ვინც იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს, კლუბს შეიცვლის. საქმე ის არის, რომ მიუნხენური კლუბი ბრაზილიელის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას არ გეგმავს. კოუტინიუ მაინცდამაინც არც თავად „ბარსელონას“ სურს და, შესაძლოა, ფეხბურთელი ზაფხულში ინგლისში დაბრუნდეს.

Zasca' of Bayern Munich to Coutinho for its performanceნისლიან ალბიონზე 28 წლის ბრაზილიელს „ლივერპულში“ აქვთ ნათამაშევი, სადაც გუნდის ლიდერი იყო. ამჯერად მას ასევე კარგად ნაცნობი პეპ გვარდიოლა ეპატიჟება, მაგრამ უკვე „სიტიში“.

პრემიერლიგაში ბრაზილიელის შეძენით მხოლოდ „სიტი“ არ არის დაინტერესებული – კოუტინიუს გადაბირების სურვილი ლონდონის „არსენალსა“ და „ნიუკასლსაც“ აქვთ.

„ბარსელონა“ 28 წლის შემტევის გაყიდვაზეა კონცენტრირებული, არადა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვთ გაფორმებული.

რაც შეეხება კოუტინიუს გერმანულ კარიერას: მიუნხენურ კლუბში ბრაზილიელმა ჯამში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.

კოუტინიუს სატრანსფერო ბაზარზე 56 მილიონ ევროდ არის შეფასებული.