მესი: ბოდიში!

Home აქეთურ-იქითური მესი: ბოდიში!
მესი: ბოდიში!

ახლახან დასრულებულ კოპა ამერიკაზე, ბრაზილიის ნაკრებმა რომ შინაური კედლებიდან თასი არავის გაატანა, ფეხბურთის ქომაგს შეხსენება არ სჭირდება.

ისიც კარგად გეხსომებათ, მასპინძლებმა ნახევარფინალში პრინციპულ მეტოქეს და საფეხბურთო კუთხით უმთავრეს მტერ არგენტინის ნაკრებს 2:0 რომ მოუგეს, ფინალში კი პერუ დაამარცხეს.

არგენტინელებს არც ის უნდა დავიწყებოდათ, რომ ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია მკაცრად გააკრიტიკა და კორუფციაში დაადანაშაულა.

ჰოდა, რა გასაკვირია კენმობოლმა მესის ლანძღვა ყურიდან ყურში რომ არ გაატარა და ლეოს დასჯაზე დაიწყო ფიქრი, რაც ორწლიან სანაკრებო დისკვალიფიკაციას გულისხმობს.

როგორც ჩანს, მესი მიხვდა, რომ ნამეტანი მოუვიდა და ბოდიში მოიხადა. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის მიერ კენმობოლში გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი საკუთარი სიტყვების გამო წუხს და ამბობს, რომ ყველაფერი ცხელს გულზე თქვა.

 

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.