დანი ალვეშის ორმოცი

Home აქეთურ-იქითური დანი ალვეშის ორმოცი
დანი ალვეშის ორმოცი

ბრაზილიის ნაკრებმა „კოპა ამერიკას“ ფინალი პერუსთან 3:1 მოიგო.

მატჩის შემდეგ ბრაზილიელი დანი ალვეში ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც 40 ტიტულის მომგები პირველი ფეხბურთელი.

36 წლის მცველი ორ-ორჯერ გახდა ამერიკის და კონფედერაციათა თასის გამარჯვებული. ამას გარდა ალვეშმა „ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთში ექვსჯერ იჩემპიონა, პსჟ-სთან ერთად ორჯერ საფრანგეთში იპირველა და ერთხელ „იუვენტუსის“ რიგებში სკუდეტოც მოიპოვა.

სხვა წვრილმანები რომ გამოვტოვოთ, ალვეშს სამჯერ ჩემპიონთა ლიგის, ორჯერ კი უეფას თასი აღუმართავს.

დაგვეთანხმეთ – ზღაპრული კარიერაა.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".