იურგენ კლოპის ჰოლანდიური კედელი

Home კატეგორიის გარეშე იურგენ კლოპის ჰოლანდიური კედელი
იურგენ კლოპის ჰოლანდიური კედელი

„ლივერპულის“ ჰოლანდიური „კოლონია“ კიდევ ერთი ფეხბურთელით შეივსო. იურგენ კლოპმა „ზვოლედან“ უნიჭიერესი 17 წლის მცველი სეპ ვან დერ ბერგი გამოიწერა.

ტრანსფერის თანხა 2 მილიონ ევროზე ნაკლებია. სამაგიეროდ, კლოპის ხელში და მსოფლიოს საუკეთესო მცველად აღიარებული თანამემამულის, ვირჯინ ვან დეიკის მხარდამხარ ეს ყმაწვილი ხვალ-ზეგ უმაღლეს მწვერვალებს შეუტევს.

ვან დერ ბერგზე პრეტენზიას რამდენიმე ევროპული გრანდი აცხადებდა და გადაწყვეტილების მიღებისას უმთავრესი, თურმე, სწორედ ვირჯილ ვან დეიკის ფაქტორი აღმოჩნდა.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.