„ლივერპულის“ ჰოლანდიური „კოლონია“ კიდევ ერთი ფეხბურთელით შეივსო. იურგენ კლოპმა „ზვოლედან“ უნიჭიერესი 17 წლის მცველი სეპ ვან დერ ბერგი გამოიწერა. ტრანსფერის თანხა 2 მილიონ ევროზე ნაკლებია. სამაგიეროდ, კლოპის ხელში და მსოფლიოს საუკეთესო მცველად აღიარებული თანამემამულის, ვირჯინ ვან დეიკის მხარდამხარ ეს ყმაწვილი ხვალ-ზეგ უმაღლეს მწვერვალებს შეუტევს. ვან დერ ბერგზე პრეტენზიას რამდენიმე ევროპული გრანდი აცხადებდა და გადაწყვეტილების მიღებისას...
