ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატმა ზესტაფონიდან თბილისის სპორტის სასახლეში გადმოინაცვლა. აქ აღმოსავლეთის ოთხი გუნდი „პეგასი”, თელავის „იმედი-სტუ”, „გორი” და „სპორტუნი” ეჯიბრებიან ერთმანეთს.
პირველ ტურში სენსაცია არ მომხდარა. „პეგასმა” 40:33 დაამარცხა „სპორტუნი”, ხოლო თელაველებმა გორელებს 48:34 მოუგეს.
თბილისური ტურის მთავარი მატჩი ბოლო დღეს, შაბათს გაიმართება: 16 საათზე „პეგასი” „იმედი-სტუ”-ს შეხვდება. იმავე დღეს 18 საათზე „გორი” დაუპირისპირდება „სპორტუნის”.
შეგახსენებთ, რომ 1-4 აპრილს ხელბურთელთა ჩემპიონატში გაიმართება საერთო ტური, რითაც რეგულარული ჩემპიონატი დასრულდება და გაირკვევა ფინალური ოთხეულის ვინაობა. ფინალური ოთხეული კი ნახევარფინალებისა და ფინალის ფორმატით საქართველოს ჩემპიონის ვინაობას გამოავლენს.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
