„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი ზაფხულზე კლუბში მუდმივი კონტრაქტით რომც არ დატოვონ და მის ნაცვლად გუნდი „ტოტენჰემისგან” გადმობირებულ მაურისიო პოჩეტინიოს ჩააბარონ, ნორვეგიელს მაინც დიდი ფუნქცია ექნება შესასრულებელი — მან ტრანსფერების სტრატეგიაზე უნდა იმუშაოს ანუ იმ ფეხბურთელების ვინაობა განსაზღვროს ვისაც „იუნაიტედი” მომავალი სეზონისთვის იყიდის.
სულშერმა თქვა: „მე მევალება ვიცოდე ფეხბურთელების პოტენციალი, რამდენად შეუძლიათ მათ გაიზარდონ ან საუკეთესო ფორმაში ჩადგნენ. შემდეგ, ამის შესახებ კლუბს უნდა მოვახსენო. ჩვენ ერთი-ორი წლის პრესპექტივაში უნდა გავიხედოთ და განვსაზღვროთ, რანაირი ფეხბურთელები გვჭირდება. ამასთან, მნიშვნელოვანია როგორ პიროვნებებს ვეძებთ. აუცილებელია ისეთი ხალხი შევარჩიოთ, რომელთაც „მანჩესტერ იუნაიტედის” დნმ ექნება”.
მოგეხსენებათ, სულშერის ხელმძღვანელობით „იუნაიტედს” უკვე ზედიზედ 9 თამაშია წაგება არ უნახავს. ცნობილია, რომ კლუბის მეპატრონეები, გლეიზერები ზაფხულში ახალი ფეხბურთელების შესაძენად 200 მილიონ გირვანქას გამოდიან.
სულშერმა დასძინა: „თუკი „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემი რჩევა დასჭირდება დასახმარებლად ყოველთვის მზად ვიქნები. ბუნებრივია, რომ ფეხბურთელების საჭიროება და ავან-ჩავანი ყველაზე უკეთ მოქმედმა მწვრთნელმა იცის”.
„მანჩესტერ იუნაიტედი” დღეს „ლესტერს” ეთამაშება. ის 45 ქულით მე-6 ადგილზეა და მეოთხე ადგილზე მყოფ ჩელსის 5 ქულით ჩამორჩება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი