„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე ენდრიკის პასით მეორეც შეაგდო. პარიზელებმა...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ჟორჟის საოცარი ეპიზოდი
AS: „ის პირველ ტაიმში გოლს იმსახურებდა. აქტიური იყო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდა’’. ასე შეაფასა „ელჩეს’’ წინააღმდეგ „ვილიარეალის’’ ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის თამაში გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ. ყვითელმა წყალქვეშა ნავმა 2:1 მოიგო. ანგარიში 31-ე წუთზე ტეჯონ ბუქანანმა გახსნა, ათ წუთში კი სანტიაგო მოურინიომ მეორე შეაგდო. 83-ე წუთზე სტუმრებმა, კერძოდ ანდრე სილვამ „ვილიარელის’’ ორ გოლს ერთით უპასუხა. უნდა აღინიშნოს, რომ ბუქანანის გოლს...

წინ მადრიდი და ფინალია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალაზე“ რუმინეთი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა (53:30), ანთიმოზ ივერიელის საზიარო თასი 20-გზის მფლობელი გახდა და მადრიდის საგზურიც მოიპოვა. მოგეხსენებათ, 15 მარტს ესპანეთის დედაქალაქში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, რომლის მეორე მონაწილეც მოგვიანებით, პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩში გამოვლინდება. მარკო ბორტოლამის მიერ მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა 3-ის წილ 8 ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთი საჯარიმო გახლდათ. რუმინელებმა დებიუტში შეუტიეს და...

კლოპის აგენტმა ასე თქვა…
იურგენ კლოპის აგენტმა თქვა, რომ მისი კლიენტი „რედ ბულში’’ მუშაობით ძალიან კმაყოფილია და ხმები ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტის „რეალის’’ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ ტყუილია. მოგეხსენებათ, კლოპი „რედ ბულში’’ მსოფლიო ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობს და 2024 წლის ანუ მას მერე, რაც „ლივერპულიდან’’ წავიდა „ცხელ სამსახურებზე’’ უარს ამბობს. იანვარში, როდესაც „რეალის’’ მწვრთნელის თანამდებობიდან ჩაბი ალონსო გაუშვეს, გავარდა ხმა რომ მის ადგილს კლოპი დაიკავებდა,...

პსჟ-ს დასაწყნარებლად ჩელსიმაც ცუდად ითამაშა
ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრა „ვრექსჰემსა’’ და „ჩელსის’’ შორის ორი მიზეზის გამო იყო საინტერესო. ჯერ ერთი, ეს იყო „ჩელსის’’ ბოლო თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’ დაპირისპირების წინ და მეორეც, ეს გახლდათ „ვრექსჰემის’’ პირველი მატჩი ძლიერ გუნდთან მას მერე, რაც ეს ინგლისური კლუბი ჰოლივუდის ვარსკვლავმა რაიან რეინოლდსმა იყიდა. თუკი პარიზელებს პარასკევს „მონაკოსთან’’ ცუდად თამაშის (1:3) შემდეგ შეუძლიათ რამით თავი დაიმშვიდონ...

ლუის ენრიკემ მეტწილად მენტალიტეტზე ილაპარაკა
„მონაკოსთან’’ შინ 1:3 დამარცხების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: – რით ახსნით ამ მძიმე მარცხს? – შეხვედრის ცალკეულ ეპიზოდებში ჩვენ ძალიან დაგვაკლდა სიზუსტე. დავუშვით რამდენიმე ატიპიური შეცდომა. ასეთ რაღაც არ უნდა გააკეთო ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კარგ ფორმაშია, თორემ აუცილებლად დაისჯები. ჩვენ მათ თავიდანვე მივართვით საჩუქარი. – გასულ კვირაში ვარჯიშებზე რაიმე ისეთი ხომ არ...

პსჟ არ ვარგოდა
ბოლო ტურებში „მონაკომ’’ საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილზე სერიოზული გავლენა იქონია. გუნდმა, რომელიც ევროთასებზე გასვლისთვის იბრძვის ჯერ ჩემპიონობის პრეტენდენტ „ლანსს’’ მოუგო სტუმრად 3:2, შემდეგ კი ზედ, ასევე მის მოედანზე, „პარი სენ ჟერმენი’’ დააყოლა – 3:1. მართალია, ამ წუთის სატურნირო მდგომარეობით პსჟ 25-ე ტურის შემდეგ მაინც ცხრილის სათავეში რჩება, მაგრამ „მეცის’’ დამარცხების შემთხვევაში (რაც მაინცდამაინც ძნელი არ უნდა იყოს) ჩრდილოელები მასთან ჩამორჩენას...

გოგას ოთხიდან ოთხი
NBA-ში მორიგი მატჩების გამართეს ქართველების გუნდებმა და ისევ განსხვავებულად ითამაშეს. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 115:114 დაამარცხა. „დალასი“ მატჩის დასრულებამდე 35 წამით ადრე 4 ქულას იგებდა, მაგრამ ჯერ ჯეილენ საგსმა ჩააგდო სამქულიანი, სამი წამით ადრე კი ორლანდოელთა სასტარტო ცენტრმა, ვენდელ კარტერმა გუნდს გამარჯვება მოუტანა. გოგა სწორედ კარტერის სათადარიგოა და პარკეტზე 12.05 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა...

ალისონის გაშვებული გოლი მაინც სხვაა
„ლივერპულში’’ სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ლეგენდარული მეკარის ალისონ ბეკერის წასვლის ან დარჩენის შესახებ. იმის აღსაწერად, თუ როგორ ეთაყვანებიან ბრაზილიელს „ენფილდზე’’ თვალი გადავავლოთ ჟურნალისტ იან დოილის წერილს Liverpool Echo-ში სადაც ის ამბობს, რომ ბოლო შეხვედრაში, „ვულვერჰემპტონთან’’ (რომელიც „ლივერპულმა’’ წააგო 1:2), როდესაც როდრიგო გომესი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, „ლივერპულის’’ ქომაგებს გულში უღვიოვოდათ იმედი, რომ ალისონი გოლს არ გაუშვებდა. დოილი წერს, რომ კარში ნებისმიერი...

ბეილმა ზიდანი და ანჩელოტი შეადარა
უელსელმა ვეტერანმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა პოდკასტში სახელწოდებით Stick გაიხსენა ის წლები, როდესაც „რეალში’’ თამაშობდა. მან ერთმანეთს შეადარა მწვრთნელები, რომელთა ხელშიც „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ ბურთს აგორებდა – ზინედინ ზიდანი და კარლო ანჩელოტი. ბეილისთვის ზიდანი უპირველეს ყოვლისა მისი დიდი აურაა. „ის ტაქტიკაზე ყურადღებას დიდად არ ამახვილებდა. ჩვენ ვარჯიშებზე აბსოლუტურ მინიმუმს ვაკეთებდით: ვხვეწდით ბურთის ფლობასა და კარში დარტყმებს. თხუთმეტი წუთი ეთმობოდა დაცვაში თამაშის ტაქტიკას’’,...

ჩავიმ ნაკრებზე უარი თქვა, პრემიერლიგას კი ელოდება
სადაცაა ორი წელიწადი გავა მას მერე, რაც „ბარსელონაში’’ ჩავი ერნანდესი ჰანსი ფლიკმა შეცვალა. ამ ხნის განმავლობაში კატალონიელთა ყოფილ დიდ ვარსკვლავს არაერთმა გუნდმა შესთავაზა მწვრთნელობა, მაგრამ ის არ დათანხმდა. ბოლო შეთავაზება რამდენიმე დღის წინ იყო. ჩავიმ „ბლაუგრანას’’ თავკაცის რთულ პოსტზე სტრესით დატვირთული ორწელიწადნახევარი გაატარა, რის მერეც გადაწყვიტა ოჯახში განმარტოებულიყო და აქტიური საფეხბურთო ცხოვრებისგან დაესვენა. მაგრამ, ყველაფერს აქვს ბოლო, მათ შორის დასვენებას....

ბარსელონაში უკმაყოფილებაა
„ბარსელონაში’’ ხუთ დღეში სამმა ფეხბურთელმა მიიღო კუნთის ტრავმა. ჯერ ხუთშაბათს ვარჯიშზე ფრენკი დე იონგმა იტკინა ფეხი, ხოლო შემდეგ, „ატლეტიკოსთან’’ სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში („ბარსამ’’ მოიგო 3:0, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა – 3:4) ჟიულ კუნდე და ალეხანდრო ბალდე გახდნენ შესაცვლელები. დღეს, როდესაც სეზონი კულმინაციას აღწევს, ასეთი ტრავმიანობა კატალონიელთათვის ძალიან უსიამოვნოა. ჰოლანდიელს მარჯვენა ბარძაყის პრობლემა აქვს. ის მოედანს სავარაუდოდ აპრილის...

სხვა როლი და თამაში…
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. თუმც, ისევ განსხვავებული როლებითა და შედეგებით. გოგა ბითაძე „ორლანდო“ – „ვაშინგტონის“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მასპინძლებმა 126:109 მოიგეს და ჩვენებურმა გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც დაიდო. ბითაძემ პარკეტზე 21.28 წუთი დაჰყო, რა დროშიც 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზიდან რვაჯერ...

