საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის მზადება დაიწყო. რუბენ გარაბიას გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას 5 ნოემბერს, ნორვეგიასთან გასვლითი მატჩით დაიწყებს, ხოლო 8 ნოემბერს თბილისში, ავსტრიას დაუხვდება. ჩვენს ჯგუფშია თურქეთის ნაკრებიც, რომელსაც უკვე გაისად ვეთამაშებით. მოახლოვებული მატჩებისთვის ესპანელმა სპეციალისტმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 11 ლეგიონერია.
დავით ნიქაბაძე (სტავროპოლი), გიგი რუხაძე (აიდოვშინა), ზურაბ ცინცაძე (ლეგიონოვო); ერეკლე არსენაშვილი (ტრამბლე), გიორგი არეშიძე, გიორგი კაპანაძე, გიორგი ლაპიაშვილი (ყველა სპორტუნი-პეგასი), ზურაბ გოგავა (ლემგო), ირაკლი გოგოლაძე, გუგა უთმელიძე (ორივე ბათუმი), დავით გრიშიკაშვილი (ნიმი), ნიკოლოზ კალანდაძე (პროვანსი), ირაკლი კბილაშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე (ორივე ტურდა), გიორგი ხელისუფალი (სამტრედია), ნიკოლოზ მამულაშვილი (სარაგოსა), ხაზეინ რუსტამოვი (კონსტანტა), გიორგი ცხოვრებაძე (ზაგრები).
ევრო 2028-ის საგზურისთვის ბრძოლაში 32 ნაკრები ჩაერთვება, ფინალურ ეტაპზე კი 24 იასპარეზებს. ოთხი საგზურის მფლობელი უკვე ცნობილია: ევროპის მოქმედი ჩემპიონი დანია და ტურნირის თანამასპინძლები – ესპანეთი, პორტუგალია და შვეიცარია. საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები რვა ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ფინალური ეტაპის საგზურებს ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს, რომელთაც ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატებათ. ჩვენი ჯგუფის უპირობო ლიდერი ნორვეგიაა, მეორე-მესამეობისთვის კი დანარჩენი სამი გუნდი იბრძოლებს…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/11/2026 | 20:37ცხადაძე ლატვიაში იმუშვებს
სიახლეები22/11/2026 | 00:24ორმაგთან ახლოს
სიახლეები18/11/2026 | 23:20ჯიკიჩმა შემადგენლობა დაასახელა
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
