რაზე აღარ ამახვილებს ყურადღებას „სანი“. ინგლისური გაზეთი წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული ჟოაო ნევეში ქალაქში მოძრაობს მანაქანით, რომელიც… 7000 გირვანქა ღირს. ეს 24.780 ლარია.

რაოდენ გასაკვირიად უნდა გეჩვენოთ, პორტუგალიელი ვარსკვლავი პარიზში „პეჟო პარტნერით“ გადაადგილდება. მეტიც, მანქანა, რომელსაც გულშემატკივრებმა პსჟ-ს საწვრთნელ ცენტრთან ფოტო გადაუღეს ახალიც კი არ იყო.
„სანი“ გაკვირვებულია. გაზეთს აინტერესებს, ადამიანი რომელიც კვირაში დაახლოებით 175 ათას ევროს იღებს, რატომ დადის ქალაქში იაფფასიანი ავტომობილით. ინგლისელი ჟურნალისტები შეგვახსენებენ, რომ ფეხბურთელებს ძვირფასი მანქანებით უყვართ თავის მოწონება.
ჟოაო ნევეში 21 წლისაა. ის „პარი სენ ჟერმენში“ „ბენფიკადან“ ორი წლის წინ 55 მილიონ ევროდ გადავიდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
