ლოზანაში ძიუდოისტთა გრან პრი პირველად ტარდება და პირველივე დღეს ქართული ჰიმნიც აჟღერდა. პირველ საჭიდაო დღეს ტატამიზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მათგან მხოლოდ ერთმა მოახერხა მედლის მოპოვება და ისიც – ოქრო.
ეთერ ლიპარტელიანმა 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მაისა პარდიაევა, ფინელი ფილია მატიკანენი, იტალიელი ჯულია გარნა და ფრანგი მარტა ფავაზი მიყოლებით დაამარცხა, რის შემდეგ ფინალში კიდევ ერთ ფრანგს – სარა სისიკეს დაეჭიდა. ჩვენებურმა ლამაზი ილეთით ლოზანადან ოქრო წამოიღო.
ამავე წონაში ნინო ლოლაძემ იაპონელ აიამი ტაკანოსთან პირველივე წრეში წააგო. სტარტზე გამოეთიშნენ 66 კილორამამდე მოჭიდავე ვაჟებიც: თორნიკე გიგაური მონტენეგროელ იუსიფ ნურკევიჩთან და ვაჟა მარგველაშვილი ებრაელ მატან კოკოლაევთან.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
