უიმბლდონის ტურნირზე მეოთხედფინალის მეორე სათამაშო დღე იყო და ყველა თამაში „მშრალზე“ დასრულდა.
ყველაზე მოულოდნელი ათეულის ბოლოს მყოფი ფლავიო კობოლის მარცხი იყო 114-ე ჩოგან ბრიტანელ არტურ ფერისთან – 4:6; 6:7; 0:6. ფერიმ პირველ სეტში ბრეკ-პოინტი და სეტ-პოინტი ერთად მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა. კობოლიმ საქმის გამოსწორება მეორე სეტის პირველსავე გეიმში მოახერხა, მაგრამ ფერიმ მალევე დაიბრუნა, ხოლო ტაი-ბრეიკზე მეტოქეს შანსი არ მისცა. მესამეზე რაღა უნდა ვთქვათ…

ამერიკელი ტაილერ ფრიცისა და გერმანელი ალექსანდრ ზვერევის მატჩში მეტ ბრძოლას ველოდით, მაგრამ არ შედგა. გერმანელმა ჩოგბურთელმა ერთი ბრეიკიც კი არ დაუთმო მეტოქეს, თავად ოთხი აართვა და ნახევარფინალის საგზური მარტივად წაიღო – 6:4; 6:4; 6:2. ზვერევი და ფერი ფინალისტის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევენ.
ქალთა შორის ჩეხმა ლინდა ნოსკოვამ ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ბელგიელ ელის მერტენსს 6:3; 7:5 აჯობა. მეორე ნახევარფინალში უკვე ფავორიტად მიჩნეულმა მოიგო: უკრაინელმა მარტა კოსტიუკმა კიდევ უფრო იოლად აჯობა იტალიელ ჟასმინ პაოლინის – 6:3; 6:2 და ნახევარფინალში ნოსკოვას გაეჯიბრება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები08/07/2026 | 23:29მშრალი დღე უიმბლდონზე
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 22:35მინიმალური მარცხი ნიდერლანდებთან
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 21:30ნარკოკარტელი ეკვადორს დაემუქრა
მთავარი ამბავი30/06/2026 | 22:55ბოლქვაძემ პირველი გაიარა