წელი: 2025

Home 2025
საქართველო – ევროპასთან ძალიან ახლოს
ჩანაწერი

საქართველო – ევროპასთან ძალიან ახლოს

ახლა, სასწაული უნდა მოხდეს, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდეს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბონსიის ნაკრები სტუმრადაც დაამარცხა. ჩვენებმა ისევ ორი ბურთის სხვაობით იმარჯვეს – 22:20. არადა, საქმე ასე სანერვიულოდავ არ უნდა გაგვეხადა. პირველი ტაიმის დიდი ნაწილი ქულა-ქულაში მიდიოდა. უფრო ხშირად წინ მასპინძლები იყვნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს...

ბუდუს ზედიზედ ორი
ჩანაწერი

ბუდუს ზედიზედ ორი

ევროპაში ქართველების დღეა: გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში გოლით და საგოლე პასებით გამოიჩინა თავი; დავითაშვილმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტიულ ბუნდესლიგაში იყოჩაღა, გიორგი გოჩოლეიშვილმა დანიაში; საფრანგეთშივე ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა საგოლე პასი… ბუნდესლიგაში კი ბუდუ ზივზივაძემ ივარგა და გოლს საგოლე პასიც მიაყოლა… აუცილებლად ვთქვათ, რომ ბუდუმ ზედიზედ მეორე მატჩში შეაგდო. მოკლედ, სომხეთთან 20 და 23 მარტის მატჩების წინ, შესაბამისად ერევანსა...

ჟორჯმა აიწყვიტა…
ჩანაწერი

ჟორჯმა აიწყვიტა…

სომხებთან, საქართველოს ნაკრების ორ უახლოეს შეხვედრას გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო სპორტულ ფორმაში ხვდება – „ლიონის“ ბოლო ორ მატჩში ჩვენიანმა შემტევმა სამი გოლი და ოთხი საგოლე პასი გააკეთა. ორი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით შუა კვირაში მან სტიაუა დაამწუხრა, სულ რამდენიმე წუთის წინ კი თანაგუნდელებს გაატანინა და თავადაც იხეირა …  

17-გზის საქართველო
ჩანაწერი

17-გზის საქართველო

ის, რომ ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატს მოიგებდნენ, დიდ ეჭვებს არავისში აღძრავდა. უკვე მრავალი წელია, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იმ ბავშვს მოგვაგონებს, რომელიც სწავლაშიც და ყოფაქცევაშიც ფრიადოსანია, ზოგიერთ უფროსკლასელსაც სჯობნის, მაგრამ მას მაინც ტოვებენ კლასში, წინ წასვლის და გაზრდის საშუალებას არ აძლევენ. ამასობაში ეს ბავშვი უკვე გაიზარდა, თვალშისაცემად დიდია თანაკლასელებზე, მაგრამ სკოლის ადმინისტრაცია არ იმჩნევს,...

ტატამიდან მინდორზე
ჩანაწერი

ტატამიდან მინდორზე

მსოფლიოს ძიუდოს უკრაინელი ვარსკვლავი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი,  ოლიმპიადის პრიზიორი დარია ბილოდიდი ფეხბურთში წავიდა. ის უკრაინულ საფეხბურთო კლუბს  „მეტალისტ 1925“-ს შეუერთდა. დარია აქამდე ამ კლუბის ელჩი იყო, ახლა კი კლუბის რიგებში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. დარიას კლუბთან დადებული ოფიციალური კონტრაქტის შესახებ კლუბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით შევიტყეთ. კლუბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ დარიას ფეხბურთში...

პატრის ევრა კლასიკის წინ
ჩანაწერი

პატრის ევრა კლასიკის წინ

დღეს საფრანგეთში „ლე კლასიკია”: „პარი სენ ჟერმენი’’ „მარსელს’’ მასპინძლობს. ეს ლიგა 1-ის 26-ე ტურის შეხვედრაა. გამარჯვების შემთხვევაში პარიზელები მარსელელებს 19 ქულით ჩამოიტოვებენ. ცხრილში კი მათი მდევარი სწორედ რობერტო დე ძერბის გუნდია. მატჩის წინ თავიანთ მოსაზრებას გამოთქვამენ მწვრთნელები, ჟურნალისტები თუ ვეტერანი ფეხბურთელები. „მარსელის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ასე თქვა: „სტუმრებისთვის რთული თამაში იქნება. პარიზელები წარმოუდგენელ რაღაცებს...

ვინ თქვა, მამარდა ცუდ ფორმაშიაო
ჩანაწერი

ვინ თქვა, მამარდა ცუდ ფორმაშიაო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ სტუმრად „ჟირონასთან’’ 1:1 ითამაშა და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი შეინარჩუნა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ღამურებს’’ მშობლიური „მესტალიას’’ გარდა სხვა სტადიონზე არ მოუგიათ: 7 ფრე და 7 მარცხი. ვალენსიელები მართალია „წითელ’’ ზონაში აღარ არიან, მაგრამ შორსაც არ წასულან ― მე-18 ადგილს 1 ქულით უსწრებენ. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი,...

კვირას მესხზე ფინალია
ჩანაწერი

კვირას მესხზე ფინალია

ფინალის დროც დადგა! კვირას „მიხეილ მესხზე“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება და ცხადია, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მისი ერთ-ერთი მონაწილე ჩვენი ქვეყნის ნაკრები იქნებოდა. საკითხავი მხოლოდ ის იყო, თუ ვისი დამარცხება მოუწევდათ ბორჯღალოსნებს 2025 წლის ფინალში. წესით, ეს პორტუგალია უნდა ყოფილიყო, მაგრამ „მგლები“ ზედმეტი თავდაჯერებულობისთვის დაისაჯნენ, როცა ნახევარფინალში თავის დედაქალაქ ლისაბონში ესპანეთის ნაკრებთან 31:42...

ორი მარცხი
ჩანაწერი

ორი მარცხი

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ ისევ აგებს. ტეხასელები ამჯერად „შარლოტ ჰორნეთსან“ შინ 134:145 დამარცხდნენ და ფლეი ინის ზონას კიდევ უფრო ჩამორჩნენ. მწვრთნელმა სანდრო 17 წუთი ათამაშა და ჩვენებურმაც თავი 13 ქულას, 3 მოხსნას, 2 ჩაჭრას, 2 დაფარებასა და 1 პასს მოუყარა. სანდრომ ხუთიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი შვიდჯერ ისროლა და მიზანს სამმა მიაღწია, საჯარიმო...

ენრიკო კიეზა, ბედიერი კაცი
ჩანაწერი

ენრიკო კიეზა, ბედიერი კაცი

„ლივერპული’’ რომ პრემიერლიგის ჩემპიონი გახდება წყალი არ გაუვა, მაგრამ ფედერიკო კიეზა შეიძლება ტიტულის გარეშე დარჩეს. საქმე ის არის, რომ ინგლისური წეს-კანონის თანახმად მედალი ერგებათ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომელბიც სულ მცირე ხუთ შეხვედრაში მაინც მიიღებენ მონაწილეობას. ჯერჯერობით კიეზა სამჯერ იყო მოედანზე. შეგახსენებთ, რომ იტალიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად მიჩნეული კიეზა „მერსისაიდელებმა’’ ზაფხულში 15 მილიონ ევროდ შეიძინეს და...