ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი „ნაპოლი’’ სანაკრებო კვირის შემდეგ „მილანს’’ უნდა შეხვდეს. თამაში ნეაპოლში, „მარადონაზე’’ გაიმართება. „პარტენოპეელთა’’ გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ეს მატჩი მათი გუნდისთვის სკუდეტოსთვის ბრძოლის ბოლო ძლიერი ფაზის დასაწყისი გახდება. მათ განსაკუთრებით ბრაზილიელი გარემარბის დავიდ ნერეშის იმედი აქვთ, რომელმაც კუნთის ტრავმის გამო ხუთი თამაში გამოტოვა. „კორიერე დელო სპორტი’’ წერს, რომ ნერეშმა მიმდინარე სეზონში უკვე...
წელი: 2025
როგორ კეთდება ფული ჩემპიონთა ლიგაში
2025 წლის დაძაბული საფეხბურთო სამთვენახევრის შემდეგ ევროპული კლუბები ისვენებენ, ასპარეზი ნაკრებ გუნდებს ეთმობათ. Maxifoot-მა გადაწყვიტა პაუზით ისარგებლოს და ის შემოსავალი დათვალოს, რომელიც კლუბებმა ჩემპიონთა ლიგიდან მიიღეს. ფრანგული საიტის ინტერესის მთავარი საგანი ცხადია ფრანგული კლუბები, კერძოდ კი „პარი სენ ჟერმენია’’. ამ ეტაპზე ანუ მეოთხედფინალში საფრანგეთს ეს ერთი გუნდიღა დარჩა. იგი „ასტონ ვილას’’ უნდა შეხვდეს. Maxifoot წერს,...
გუგეშაშვილი და პაოკ-ი ოფიციალურად დადასტურდა
საბერძნეთის სუპერლიგის პაოკ-მა ოფიციალურად დაადასტურა „პანსერაიკოსიდან“ საქართველოს ნაკრების მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერი. კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ის ძალაში 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება. გუგეშაშვილი სხვადასხვა დროს პოლონეთის „იაგელონიასა“ (16 მატჩი) და ესპანურ „გრანადაში“ (5 მატჩი) გამოდიოდა. საქართველოს ჩემპიონატში გორის „დილაში“ 89 მატჩი ჩაატარა და 34-ში კარი „მშრალად“ შეინახა. საბარძნეთის „პანსერაიკოსში“ გადასვლამდე...
ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციის პრეზიდენტად ვახტანგ ნორაკიძე აირჩიეს
15 მარტს, ფიტნეს კლუბ „ასპრიას“ ვაკის ფილიალის დარბაზში, საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ფედერაციის არჩევნებს ხმის უფლების მქონე 16 დელეგატიდან 11 დაესწრო, რომლებმაც ღია კენჭისყრით ერთხმად აირჩიეს ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტი – ვახტანგ ნორაკიძე. არჩევნებზე პრეზიდენტის კანდიდატურა მოქმედ პრეზიდენტს, გოგა დათუნაშვილსაც ჰქონდა დაყენებული, რომელმაც ყრილობის მსვლელობის დროს კანდიდატურა მოხსნა. ყრილობაზე დამაკმაყოფილებლად...
ლუის ენრიკე: სხვა ლიგაში უფრო ძლიერები ვიქნებოდით
ვის შეუძლია დღეს „პარი სენ ჟერმენის’’ გაჩერება? ეს პრემიერლიგის ლიდერმა „ლივერპულმაც’’ კი ვერ შეძლო. ლიგა 1-ში „მარსელს’’ „პარკ დე პრენსზე’’ პარიზელთა დამარცხებისთვის სასწაული სჭირდებოდა, რომელიც არ მოხდა. პსჟ-მ 3:1 მოიგო, დამარცხებული გუნდის იტალიელმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ კი ასე თქვა: „თქვენ ამას კლასიკოს ეძახით, მაგრამ გუნდების შედარება კლუბების ეკონომიკური სიძლიერიდან გამომდინარე შეუძლებელია. კლასიკო ისაა, როდესაც...
ზიზღი პარიზულად
„მარსელის’’ ფეხბურთელის, ადრე „პარი სენ ჟერმენსა’’ და „იუვენტუსში’’ ნათამაშები ადრიან რაბიოს (საფრანგეთის ნაკრებში 50 კეპი) დედა და ოფიციალური მრჩეველი ვერონიკ რაბიო კვირას „პარკ დე პრენსზე’’ ჩატარებული „კლასიკის’’ შემდეგ აღშფოთებული დარჩა ― პარიზელი გულშემატკივარი ტრიბუნიდან მას ლანძღავდა. მადამ რაბიომ „ეკიპის’’ არხზე თქვა, რომ ჩივილს აპირებს. მან სამჯერ გაიმეორა, რომ „აღშფოთებულია, აღშფოთებულია, აღშფოთებულია!“. „რასაკვირველია გაბრაზებული ვარ, რადგან...
ტორპედოს შუსტერი არ მოუხდა
ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ზედიზედ მესამედ დამარცხდა ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი „ტორპედო,“ ამჯერადაც შინ, „შენგელია არენაზე,“ „დილასთან“ – 1:2. მატჩის გმირი ექს-ტორპედოელი ირაკლი ბუღრიძე გახდა, რომელმაც თავადაც გაიტანა და სენეგალელ იბრაჰიმა დრამესაც გაატანინა. ცოტა მოულოდნელია ტორპედოელთა ასეთი სუსტი სტარტი. თითქოს გაზაფხულზე კარგი ფეხბურთელებიც დაიმატეს, ნაყოფიერი შეკრებაც გაიარეს ესპანეთში და გუნდი გერმანელმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა ჩაიბარა,...
ზურიკოს დაუმთავრებელი თამაში
„მონპელიეში’’ საქმე ცუდად მიდის. კრიზისმა ტრიბუნებზე გადაინაცვლა. კვირას ლიგა 1-ის აუტსაიდერმა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენთან’’ თამაში ბოლომდე ვერ მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლო წუთიდან რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, მასპინძელი გუნდი 53-ე წუთისთვის უკვე 0:2-ს აგებდა. თამაში ბოლომდე რომ მისულიყო ეს იქნებოდა „მონპელიეს’’ ზედიზედ მეშვიდე მარცხი, მაგრამ ფანებმა შეურაცხყოფას ვეღარ გაუძლეს და თამაში ჩაშალეს. ტრიბუნაზე...
დიდებული კვირის დიდებული დასასრული
კარგი თამაშის მიუხედავად „მარსელმა’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ ფრანგული კლასიკო წააგო: 1:3. მატჩის შემდეგ სტუმართა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ თქვა: „თქვენ ამას კლასიკოს ეძახით, მაგრამ გუნდების შედარება კლუბების ეკონომიკური სიძლიერიდან გამომდინარე შეუძლებელია. კლასიკო ისაა, როდესაც ორი მხარე ერთმანეთს ებრძვის, ერთი რომ დარტყმას მიაყენებს, მეორე უპასუხებს. მე მიყვარს კონკურენცია, ზეწოლის ქვეშ ყოფნა, მაგრამ პარიზსა და მარსელს შორის...
ჟორჟი – ტურის საუკეთესო
„ლე ავრთან’’ ჩინებული თამაშის შემდეგ „ლიონის’’ ქართველი თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე ლიგა 1-ის 26-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელიაო, წერს პორტალი maxifoot. მისი ვერსიით საუკეთესოთა შორის აგრეთვე მოხვდნენ პსჟ-ს ნახევარმცველი ფაბიან რუისი, „მონაკოს’’ ფორვარდი მიკა ბირეთი, „სტრასბურგის’’ ნახევარმცველი ფელიქს ლემარეშალი და სხვანი. Maxifoot ყოველი ტურის შემდეგ ასახელებს საუკეთესო თერთმეტეულსა და შვიდ სათადარიგოს, თუმცა ამჯერად აზუსტებს, რომ რაკი „მონპელიესა’’...









