ამბავი დაიწყო იმით, რომ მატჩის მსვლელობისას, ერთი არასრულწლოვანი მოედანზე შეიჭრა და კვარაცხელიას ჩაეხუტა. ასეთი რამ ხდება ხოლმე, ჩვენთანაც და სხვაგანაც. კიდევ ბევრჯერ მოხდება. აქ მთავარი ამბავი ის არის, რომ მსგავსი ფაქტი არ უნდა წაახალისო. ვინ წაახალისაო, იკითხავთ. ცალსახა პასუხი გვაქვს: სტადიონის უსაფრთხოების თანამშრომლებმა, რომლებმაც თითი თითზე არ დააკარეს, პირველი ფაქტის აღსაკვეთად. დააკვირდით ამ ვიდეოს: არასრულწლოვანი...
წელი: 2025
დეშამი: ჩვენ მეგობრები არ ვართ, მაგრამ…
„ფიგაროში” გამოქვეყნდა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის დიდიე დეშამის ინტერვიუ, სადაც მან უარყო ხმები იმის შესახებ, რომ მასა და „ლურჯების” მწვრთნელის თანამდებობაზე მის შესაძლო შემცვლელს ზინედინ ზიდანს შორის ცივი ურთიერთობებია. „ეს მორიგი ჭორია, – თქვა დეშამმა, – ჩვენ ერთად ბევრი წელიწადი გავატარეთ და დღესაც ძლიერ ვცემთ ერთმანეთს პატივს. ბოლოს როდესაც ერთმანეთს შევხვდით შესანიშნავი საუბარი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა...
ზეიმი მინდორზე…
საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩშიც დიდი ანგარიშით დაამარცხა სომხეთის ეროვნული გუნდი – 6:1 (ორი მატჩის ჯამში – 9:1) და ერთა B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. დისკვალიფიცირებული კაშია და კვარაცხელია დაბრუნდნენ. სასტარტოში გამოჩდნენ მექვაბიშვილი და წიტაიშვილი. ზღაპრულ პირველ ტაიმს ცოტა დაბნეული მეორე ნახევარი მოჰყვა. საერთოდ კი პირველი მატჩის შემდეგ დიდი უპირატესობის მიუხედავად, ჩვენებურებს მოტივაცია არ დაუკარგავთ და ნამდვილი...
კვარაცხელია? ჩვენ დიდ ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ
ვეტერანმა ფეხბურთელმა და სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ Radio Marte-ს ეთერით იტალიაში სკუდეტოსთვის ბრძოლაზე, „ნაპოლისა’’ და „სკუადრა აძურას’’ შესახებ ილაპარაკა. მოვიყვანთ მის ციტატებს: …„ნაპოლის’’ ჯერ კიდევ რეალურად შეუძლია მოიგოს სკუდეტო. ჩემპიონატის დასასრულამდე ბევრი ტურია, თუმცა შეცდომების დაშვების ფუფუნება ფაქტობრივად აღარვის აქვს. გუნდი კარგად თამაშობს. მას ჩინებულად ხელმძღვანელობს ანტონიო კონტე, რომელიც ყოველ ფეხის დაცდენაზე სწორად რეაგირებს. მე...
ოჯახური მედლები
ძიუდოში, თბილისის „გრანდ სლემის“ პირველ დღეს ჩვენმა გუნდმა სამი მედალი მოიპოვა, აქედან ორი ერთ ოჯახში შევიდა. ოქრო ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლი მის მეუღლეს, თემურ ნოზაძეს ერგო. კიდევ ერთი ბრინჯაო კი, ნინო ლოლაძის აქტივშია. არადა, კაცებში რვა მონაწილე გვყავდა, მედლებით კი ქალები უსწრებენ. ასეთი რამ ქართული ძიუდოს ისტორიას არ ახსოვს. 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა...
სკანდალი კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
ზაფხულში, 14 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი რომელშიც მექსიკურ „ლეონსაც’’ უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ პარასკევს ფიფამ ის შეჯიბრებიდან მოკვეთა. ოფიციალურ განცხადებაში წერია: „საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების შეფასების შედეგად ფიფას სააპელაციო კომიტეტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ მექსიკური კლუბები „პაჩუკა’’ და „ლეონი’’ მულტიკლუბური მფლობელობის კრიტერიუმებს არ შეესაბამებიან… …ფიფას 2025 წლის კლუბური მსოფლიოს...
ტრიბუნაზე ბებია გაგიჟდა
მაილს ლუის-სკელის ოჯახი „უემბლიზე’’ სიხარულისგან მეცხრე ცას ეწია: „არსენალის’’ ჭაბუკმა ვარსკვლავმა თომას ტუხელს იმედი გაუმართლა და ეროვნულ გუნდში თავის სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა. ეს ინგლისისა და ალბანეთის ნაკრებთა შეხვედრის მე-20 წუთზე მოხდა, როდესაც მარცხენა მცველმა ჯუდ ბელინგემის ჩინებული პასით მეკარე თომას სტრაკოშას კარში გოლი შეაგდო. ამრიგად, ლუის-სკელი გახდა ინგლისის ნაკრების 155 წლიან ისტორიაში უმრწემესი გოლის...
თითქმის B ლიგაში
საქართველოს ნაკრებმა 2025 წელი გამარჯვებით დაიწყო. ერევანში სომხეთის ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ერთა B ლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. კარგია, რომ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნებმა“ წელიწადი მოგებით დაიწყეს. ნაკრებს პირველად უკაპიტნა ოთარ კიტეიშვილმა. საბა გოგლიჩიძე კი პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და ჩინებულად გაართვა თავი ამოცანას. ახლა საქართველოს სომხეთთან ასეთი ბალანსი აქვს:...
დუე მბაპეს სკოლაში სწავლობდაო
„პარი სენ ჟერმენის’’ 19 წლის შემტევი დეზირე დუე საფრანგეთის ნაკრებში პირველად გამოიძახეს, რის გამოც ის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ქვეყნად არ მოიძებნება მისი ასაკის ბევრი ფეხბურთელი, რომელსაც ლიგა 1-ის გარდა ჩემპიონთა ლიგაშიც აქვს ნათამაშევი. პროფესიული მხარის გარდა, საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებულმა ყმაწვილმა ყურადღება ჟურნალისტებთან ლაღი ურთიერთობით მიიპყრო. ფრანგებს ასეთი ტრადიცია აქვთ: ეროვნული გუნდის დებიუტანტს პრეს-კონფერენციაზე მიიყვანენ...
პაჩოს სახლში შეძრომა უნდოდათ
ხვიჩა კვარაცხელიას ეკვადორელი თანაგუნდელი ვილიან პაჩო ნაკრებშია გამოძახებული, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში შინ ვენესუელას და სტუმრად ჩილეს ენდა ეთამაშოს, პარიზის დასავლეთ ნაწილში კი ამასობაში მისი სახლის გატეხვა სცადეს. ვერანდაზე ფანჯარა ჩამტვრეულია, ქურდი კი უკვალოდ გაქრა. პოლიცია პაჩოს შინამოსამსახურემ გამოიძახა. პსჟ-ს ფეხბურთელთაგან ცენტრალური მცველი პირველი არ არის ვისი საცხოვრებლებიც პრიზელ ქურდებს მოეწონათ. მათ სხვადასხვა წლებში სერხიო რიკოს,...









