ამბავი დაიწყო იმით, რომ მატჩის მსვლელობისას, ერთი არასრულწლოვანი მოედანზე შეიჭრა და კვარაცხელიას ჩაეხუტა.
ასეთი რამ ხდება ხოლმე, ჩვენთანაც და სხვაგანაც. კიდევ ბევრჯერ მოხდება. აქ მთავარი ამბავი ის არის, რომ მსგავსი ფაქტი არ უნდა წაახალისო.
ვინ წაახალისაო, იკითხავთ.
ცალსახა პასუხი გვაქვს: სტადიონის უსაფრთხოების თანამშრომლებმა, რომლებმაც თითი თითზე არ დააკარეს, პირველი ფაქტის აღსაკვეთად.
დააკვირდით ამ ვიდეოს: არასრულწლოვანი მოედანზე შერბის, გადაკვეთს დიაგონალზე, კარგა ხანს ეხუტება კვარაცხელიას და გამარჯვებულის იერით მშვიდად გადის მოედნიდან და მშვიდადვე მიემართება ტრიბუნისკენ.
დაინახეთ სადმე დაცვის სამსხურის მცირედით შეწუხებული თანამშრომელი მაინც სადმე?
მეტიც. ეს არასრულწლოვანი საიდანაც შევარდა მოედანზე, იმ ადგილის სიახლოვეს არის პრესლოჟაც და კოლეგები დაგვეთანხმებიან: ტრიბუნიდან გადმომხტარი ბავშვის შეკავების იოტისოდენა მცდელობაც არ ჰქონია დაცვას. არადა, დააკვირდით ამ ფოტოს: როგორ მჭიდროდ, 3-3 მეტრის დაშორებით სხედან დაცვის თანამშრომელი. სკამიდან წამოდგომაც არ უცდია რომელიმეს.

სწორედ ამის მერე იყო, ბავშვები მასობრივად რომ წავიდნენ ზედა რიგებიდან წინასკენ: ერთს თუ ასე იოლად გამოუვიდა, ესე იგი, მოსულა, ჩვენც შევძლებთო. ჰოდა, მატჩის დასრულებისთანავე შეძლეს კიდეც.
ვერც მანდ დაინახავთ შეშფოთებელ მცველებს.
ისე, დაცვის სამსახური სტადიონზე თავისით არ ჩნდება, ვიღაც ქირაობს და მის დამქირავებელ ორგანიზაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჰქვია.
ის კი, ვისი კარნახით გაიქცა ხალხი სომეხი გულშემატკივრების ტრიბუნისკენ და სრულიად გულისამრევად მოიქცა, ცალკე გარჩევის საგანი უნდა იყოს.
9:1 მოგებული ორთაბრძოლის მერე სიხარულის ნაცვლად ბოღმას და სიძულვილს რომ აფრქვევ, საერთოდ რამე გახარებს ცხოვრებაში?
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 20:50წახვალ, ვილი ???
კატეგორიის გარეშე06/05/2025 | 08:06პლატინის გუნდი აღზევდა
კატეგორიის გარეშე03/05/2025 | 10:22დიდი მისვლა-მოსვლა ევროპაში
კატეგორიის გარეშე03/04/2025 | 07:38კვარამ ივარჯიშა
