მსოფლიოს ძიუდოს უკრაინელი ვარსკვლავი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის პრიზიორი დარია ბილოდიდი ფეხბურთში წავიდა.
ის უკრაინულ საფეხბურთო კლუბს „მეტალისტ 1925“-ს შეუერთდა. დარია აქამდე ამ კლუბის ელჩი იყო, ახლა კი კლუბის რიგებში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
დარიას კლუბთან დადებული ოფიციალური კონტრაქტის შესახებ კლუბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით შევიტყეთ. კლუბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ დარიას ფეხბურთში ტრანსფერი ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
