ეს მხოლოდ და მხოლოდ კეპია, მაგრამ პარიზთან მდებარე შამპინი სიურ მარნის უბან მორდაკში დიდი განხილვის საგანი გახდაო, წერს „პარიზიენი’’. ამბავი ოთხშაბათს მოხდა, „პარი სენ ჟერმენისა’’ და „არსენალის’’ მატჩის შემდეგ, რომდესაც საფრანგეთის დედაქალაქის გუნდმა ლონდონელებს 2:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა: „ბაიერნის’’ მცველს საშა ბოეს კეპი მოსტაცეს! 24 წლის ფრანგი ახალგაზრდა ქალთან ერთად მანქანაში იჯდა,...
წელი: 2025
იბერია +9
ეროვნული ლიგის მე-13 ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. გუნდებმა ერთმანეთს 16 გოლი გაუტანეს (მანამდე სარეკორდო მე-9 ტური გახლდათ – 15 გოლი). მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა „იბერიამ“ მეორე ადგილზე მყოფი „ბათუმი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა და უშუალო კონკურენტს უკვე 9 ქულით გაუსწრო. ეს ბათუმელთა პირველი წაგება გახლდათ წლეულს ეროვნულ ლიგაში, „იბერია“ კი ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება....
ინგლისური ფინალი ევროპის ლიგაში
კრიტიკის ქარცეცხლში მოხვედრილი მწვრთნელები რუბენ ამორიმი და ენჯ პოსტეკოგლუ ერთმანეთს ევროპის ლიგის ფინალში დაუპირისპირდებიან: ევროთასის გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ინგლისური გუნდი ექვსი წელიწადია არ შეხვედრია ერთმანეთს. მეისონ მაუნტის ორ ჩინებულ დარტყმას პლუს კაზემიროსა და რასმუს ჰოილუნდის გილებმა „მანჩესტერ იუნაიტედს’’ „ბილბაო’’ ორი შეხვედრის ჯამში 7:1 დაამარცხებინა; დომინიკ სოლანკემ და პედრო პორომ კი „ბოდო გლიმტთან’’ ხელოვნურ საფარზე „ტოტენჰემის’’...
ფინალი ინგლისელების, ესპანელების და გერმანელების გარეშე
„ინტერმა’’ 2023 წელს „მანჩესტერ სიტისთან’’ წააგო ფინალი, „პარი სენ ჟერმენმა’’ კი 2020 წელს „ბაიერნთან’’ ― 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალისტები შეეცდებიან ზედიზედ მეორედ არ დამარცხდნენ გადამწყვეტ შეხვედრაში. მილანისა და პარიზის გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგას მიუნხენის „ალიანც არენაზე’’ შეეცილებიან. აქამდე მათი გზები ოფიციალურ შეხვედრაში არასდროს გადაკვეთილა. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი კიდევ იმით არის საინტერესო,...
არის ევროპა!
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 2024 წლის 26 მარტს ეს თუ ფეხბურთელებმა მოახერხეს, დღეს იმავეს გაკეთება ხელბურთელებმა შესძლეს. ტიტე კალანდაძის გუნდმა გადამწყვეტი მატჩი საბერძნეთს 29:26 მოუგო და კონტინენტის უმთავრესი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეორეობისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა და ეს დავალება რთულად, მაგრამ წარმატებით შეასრულა. ანგარიში ბერძნებმა გახსნეს...
გადაწყვეტილიაო… შენგელია ბარსელონაში!
ბოლო დროს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიასა და „ბარსელონას“ შესაძლო ურთიერთობაზე კი იწერებოდა, მაგრამ ახლა უკვე ესპანური მედია ამ ინფორმაციას დარწმუნებით ავრცელებს. Mundo deportivo-ს გვერდზე ვკითხულობთ – გადაწყვეტილია! თორნიკე შენგელიამ ბარსელონასთან სამწლიანი (2+1) კონტრაქტი შეათანხმა. ესპანური მედიის ცნობით, შენგელიამ უკვე სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და კატალონიურ გუნდს ახალი სეზონიდან შეუერთდება. „ბარსელონას“ ჩვენებურის გადაბირება მანამდეც სურდა,...
დონარუმა: ფინალში ბევრ მეგობარს შევხვდები
„არსენალთან’’ 2:1 გამარჯვებისა და ჩემპიონთა ლიგს ფინალში გასვლის შემდეგ, „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავმა-მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ Prime Video-ს კითხვებს უპასუხა. იტალიელ გოლკიპერს ცხადია ფინალში იტალიურ გუნდთან, „ინტერთან’’ მომავალი დაპირისპირების შესახებ ჰკითხეს. „აღტაცებული ვარ. წინ დიდებული ფინალი გველის. ჩემს ბევრ მეგობარს, ნაკრებში თანაგუნდელს შევხვდები. შევხვდები ჩემს მწვრთნელ ჯანლუკა სპინელისაც, რომელსაც ტელეფონით ყოველდღე ველაპარაკები’’. შემდეგ დონარუმამ სხვადასხვა კითხვას...
არტეტა მეგობარია, მაგრამ – არა!
„პარი სენ ჟერმენმა’’ „არსენალთან’’ სტუმრად მოგებულ 1:0-ს შინ 2:1 დაამატა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. 31 მაისს მიუნხენში პარიზელები „ინტერს’’ შეხვდებიან. პსჟ-თვის ეს ისტორიში მეორე ჩემპიონთალიგური ფინალია. კოვიდიან 2020 წელს ისინი ლისაბონში „ბაიენთან’’ დამარცხდნენ – 0:1. ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ პარიზული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე, როგორც წესი და რიგია, პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს შეხვდა. რამ განაპირობა განსხვავება პსჟ-სა...
მონდომებული, მიზანდასახული, ერთსულოვანი…
8 მაისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ტიტე კალანდაძის გუნდს კონტინენტის მთავარი ტურნირის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ, შესაძლოა, ფრეც ეყოს და წაგებითაც გავიდეს, მაგრამ საქმე მოლეული სჯობიაო… არადა, ბერძნებთან პირველი თამაში 26:27 წავაგეთ. უფრო ჩვენ წავაგეთ, ვიდრე მეტოქემ მოიგო, რადგან ბოლო ბურთი 8 წამით ადრე მივიღეთ და ისიც...
ფლიკი: მსაჯს ვუთხარი რაც სათქმელი იყო!
„ინტერისა’’ და „ბარსელონას’’ უჩვეულო, დრამატული დაპირისპირების შემდეგ (3:3; 4:3 დამატებით დროში), „სან სიროს’’ საპრესკონფერენციო დარბაზში კატალონიელთა გერმანელმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ამონარიდებს: …ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. მატჩში სული და გული ჩავდეთ. ყველა ეპიზოდი, რომელიც 50-50-ზე იყო „ინტერის’’ სასარგებლოდ გადაწყდა, მაგრამ რაც მოხდა მოხდა. მე ჩემი გუნდით ვამაყობ. ვფიქრობ, რომ შედეგი უსამართლოა. მსაჯმა რამდენიმე...









