წელი: 2025

Home 2025
ნეაპოლელები ცაში თვითმფრინავს უყურებენ
ჩანაწერი

ნეაპოლელები ცაში თვითმფრინავს უყურებენ

ნეაპოლში სრული სიგიჟეა: დღეს კევინ დე ბრუინი ჩადის. უფრო სწორად, ბელგიელი ვარსკვლავი ჯერ რომში ჩადის, სადაც ვილა სტუარტის კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი „ნაპოლისთან’’ ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. საინტერესო ის არის, რომ ნახევარმცველის იტალიაში ჩასვლისა და შემდგომ მისი ყოველი ნაბიჯის გაშუქებას ნეაპოლური პორტალები ონლაინ, წუთების მიხედვით გეგმავენ. ზოგიერთმა სხვადასხვა...

პარიზელთა პირველი დღე ლოს ანჯელესში
ჩანაწერი

პარიზელთა პირველი დღე ლოს ანჯელესში

სამშაბათს, თერთმეტსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ, ადგილობრივი დროით საღამოს ცხრის ნახევარზე „პარი სენ ჟერმენი’’ აშშ-ში, კერძოდ ლოს ანჯელესში დაეშვა და მეორე დილით, 9 საათზე უკვე საწვრთნელ მოედანს მიაშურა. პარიზელებს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა პასადენას „როუზ ბოულზე’’ კვირას, საქართველოს დროით 23 საათზე მადრიდის „ატლეტიკოსთან’’ აქვთ. გუნდი ირვინის უნივერსიტეტში დაბინავდა, სადაც პირველი ათი დღის განმავლობაში იცხოვრებს. ვარჯიში წესით...

მოგება და პირველობა
ჩანაწერი

მოგება და პირველობა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო – რამაზ სვანაძის შეგირდებმა პირველ ტურში პოლონეთი 2:1 დაამარცხეს. თავიდან პოლონელები უკეთ გამოიყურებოდნენ და მატჩის საწყის წუთებში ბურთი ძელს ორჯერ გაარტყეს. ამ მონაკვეთში, საქართველოს ნაკრები, ძირითადად, კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშა, მაგრამ შეტევის სწორი გაგრძელება უჭირდა. ტაიმის ბოლოსკენ სვანაძის გუნდმა თამაში უფრო დაალაგა. პრესინგიც უკეთ გამოსდიოდათ და ბურთის კონტროლიც. თუმცა,...

სამიდან სამი…
ჩანაწერი

სამიდან სამი…

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში მესამე გამარჯვება იზეიმა, ამჯერად, ისრაელის ნაკრებთან – 19:9. საკის კეჩაგისის შეგირდებს ევროპირველობაზე თამაშის უფლება დაბევებული ჰქონდათ, ამიტომაც აქცენტი უფრო კომბინაციებზე გადაიტანეს. ფინალურ ეტაპზე ითამაშებს ისრაელის ნაკრებებიც, სადაც ასევე გავიდნენ საფრანგეთი, მალტა, სლოვაკეთი, თურქეთი, ნიდერლანდები, სლოვენია. შეგახსენებთ, სერბეთს, ესპანეთს, ხორვატიას, იტალიას, უნგრეთს, საბერძნეთს, მონტენეგროსა და რუმინეთს ადგილები...

პირველი მარცხი აფრიკის გუნდთან
ჩანაწერი

პირველი მარცხი აფრიკის გუნდთან

თომას ტუხელმა ინგლისის ნაკრების მაისურზე მეორე ვარსკვლავის ამოქარგვს თავი დაანებოს, ფუჭი ოცნებაა, გაისად ამერიკაში გამგზავრების უფლება თუ მოიპოვა, ესეც დიდი ამბავი იქნებაო, დაწერეს ბრიტანულ მედიაში. დასკვნა გამოტანილია: „სამი ლომი’’ მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება. მან ისტორიაში პირველად წააგო აფრიკულ გუნდთან. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა შინ სენეგალთან – 1:3. აქამდე ინგლისელებს აფრიკელებთან 21-ჯერ ჰქონდათ ნათამაშევი. და კიდევ,...

გატუზოც კი ახსენეს
ჩანაწერი

გატუზოც კი ახსენეს

ერთიხანობა ისე ჩანდა, რომ იტალიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე ლუჩანო სპალეტის კლაუდიო რანიერი შეცვლიდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ „რომა’’, სადაც რანიერი მთავარ კონსულტანტად მუშაობს, მას მეორე სამსახურის შეთავსების ნებას დართავდა. „რომამ’’ 73 წლის მწვრთნელს ასეთი ნებართვა თითქოს მისცა კიდეც, მაგრამ თავად მწვრთნელმა ბოლოწამს მაინც უარი თქვა. ეს ბევრს გაუკვირდა, ფაქტი კი ფაქტად დარჩა: „სკუადრა აძურა’’...

მასი და პუასი – პსჟ ახალ სახლს ეძებს
ჩანაწერი

მასი და პუასი – პსჟ ახალ სახლს ეძებს

ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან ათი დღის შემდეგ „პარი სენ ჟერმენმა’’ ოფიციალურად დაასახელა ორი ლოკაცია ილ დე ფრანსის რეგიონში (რეგიონი შედგება რვა ადმინისტრაციული დეპარტამენტისგან, რომელთა შორის ერთი პარიზია, ერთიც სენ დენი, რომელშიც ცნობილი „სტად დე ფრანსი’’ მდებარეობს), სადაც ახალ სტადიონს ააგებს. ლაპარაკია სარბიელზე რომლის ტევადობა იქნება 60-დან 90 ათასამდე. ჯერჯერობით ტერიტორიების შესწავლა მიმდინარეობს. გადაწყვეტილებას 2026 წლის შემოდგომამდე...

სვანაძე: იმედია, პოლონეთთან იმ გუნდს იხილავთ, რომელსაც იცნობთ…
ჩანაწერი

სვანაძე: იმედია, პოლონეთთან იმ გუნდს იხილავთ, რომელსაც იცნობთ…

11 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პოლონეთთან პირველ მატჩს გამართავს. მატჩამდე რამაზ სვანაძემ გუნდი ჟილინაში ავარჯიშა, მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მეორედ ვმონაწილეობთ. დარწმუნებული ვარ, სტაბილურობა შენარჩუნდება და წინსვლასაც მოვახერხებთ. სულ სხვა ფასი და გემო აქვს, როდესაც საგზურს საკუთარი შრომით მოიპოვებ – ეს გუნდის ემოციურ ზრდაზე...

მეშვიდე ევროპა
ჩანაწერი

მეშვიდე ევროპა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბულგარელთა (41:10) განადგურების შემდეგ, არც შეიცარია დაინდო და 29:5 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მეშვიდედ მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს ისრაელის ნაკრებიც, რომელმაც დღესვე ბულგარეთს 16:9 მოუგო. მესამე ტური ფორმალობად იქცა. 11 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე სწორედ ისრაელი იქნება და ჯგუფში პირველადგილოსნის ბედს გადაწყვეტენ, ხოლო შვეიცარიისა და ბულგარეთის მატჩში...

სპალეტი: ისინი ყველანი საშუალოები არიან
ჩანაწერი

სპალეტი: ისინი ყველანი საშუალოები არიან

იტალიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ მოლდოვასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ RAI-ს ინტერვიუ მისცა. ამ გამარჯვების წყალობით „სკუადრა აძურამ’’ მსოფლიოს ჩემპიონატის I შესარჩევ ჯგუფში 3 ქულა ჩაიწერა და მესამე ადგილზეა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეეცილოს პირველ ადგილს ნორვეგიის ნაკრებს, რომელსაც 4 თამაშიდან 4 მოგებით ურყევად უკავია პირველი პოზიცია. „დღესაც გაგვიჭირდა, მაგრამ ამას ბევრი...