ტურინში გრძელდება შემაჯამებელი ტურნირი და პირველი მატჩები ამჯერად მეორე ჯგუფის მონაწილეებმა გამართეს.
ლორენცო მუზეტისა და ტეილორ ფრიცის მატჩში გამარჯვება ამერიკელს დარჩა. ფრიცმა თითო სეტში თითო გეიმი წაართვა მეტოქეს და 6:3; 6:4 იმარჯვა.
შემდეგ კორტზე იანიკ სინერი და ფელიქს ოჟე-ალისიამი გავიდნენ. სინერს თავიდან გაუჭირდა და კანადელი მხოლოდ გეიმის ბოლოს გატეხა – 7:5. აი, მეორეში კი, იტალიელმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 6:1 გაანადგურა. შესაბამისად, ფრიცი და სინერი ჯგუფიდან გასვლის მთავარ კანდიდატებად იქცნენ.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/11/2026 | 16:00პლეი ოფში ფარერებთან…
სიახლეები18/11/2026 | 01:490 0 0 0 0 0
სარბიელი14/11/2026 | 23:05მორიგი მშრალი მარცხი
სიახლეები13/11/2026 | 21:58რამაზ სვანაძე – რთულ გზას გავდივართ და იმედია, ყველაფერს დავალაგებთ
