„სტრასბურგმა’’ „სენტ ეტიენს’’ აჯობა ― 3:1. რონის გუნდს ცუდად აქვს საქმე, 31 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-17 ადგილზეა და თუ სეზონს ამ პოზიციაზე დაასრულებს, გავარდება. ის ორი ქულით ჩამორჩება „ლე ავრს’’, რომლის მე-16 ადგილი ფლეი-ოფში თამაშის და გადარჩენის შანსს იძლევა.
„სენტ ეტიენის’’ თამაშში ქართველ გულშემატკივარს მხოლოდ ის მოეწონებოდა, რომ მისი ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. ქართველმა პირველ ტაიმში ანგარიში გაქვითა, 0:1 ჩამორჩენა გამოასწორა, მაგრამ ვაგლახ, „მწვანეებისთვის’’ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ფრანგულმა საიტმა maxifoot სტუმართაგან ყველაზე მაღალი ქულა – 7 – სწორედ დავითაშვილს დაუწერა. პორტალმა საქართველოს ნაკრების შემტევი სიტყვიერად ასე დაახასიათა: „სენტ ეტიენში’’ საკვანძო ფიგურა ქართველი იყო. თავისი შეტევებით მან მეურვეს ისმაილ დუკურეს მალევე შეუქმნა პრობლემები. საჯარიმოში მცირე მანევრის წყალობითა და ახლოდან დარტყმით სწორედ დავითაშვილა გაქვითა ანგარიში. ის აქტიურობდა და „მწვანეების’’ თამაშს აცოცხლებდა. ორ ეპიზოდში, კუთხურის შემდეგ საგოლე პასთან იყო ახლოს, მაგრამ ირვინ კარდონამ მომენტებით ვერ ისარგებლა’’.
Flashscore-მა, Whoscored-მა და Sofascore-მა დავითაშვილს თანაგუნდელთა შორის ყველაზე მაღალი 7.4, 7.6 და 7.8 ქულა დაუწერეს.
„სენტ ეტიენს’’ სათამაშო დარჩა შინ „მონაკოსთან’’, სტუმრად „რეიმსთან’’ და შინ „ტულუზთან’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
