NBA-ს რეგულარული სეზონში სანდრო მამუკელაშვილმა მეორე ორმაგი დუბლი გაახერხა. „სან ანტონიომ“ კი „დენვერი“, რომელიც ლიგის ერთ-ერთი ლიდერია, სტუმრად 113:106 დაამარცხა.
თუმც, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეს, ამ მატჩში, არ უთამაშია დენვერელთა ლიდერ ნიკოლა იოკიჩს, ვინაც გუშინ 61 ქულა დააგროვა და სამმაგი დუბლიც გაიფორმა.
მამუკელაშვილი სათადარიგო იყო, მაგრამ მოედანზე 23 წუთი მაინც გაატარა. მის ანგარიშზე 16 ქულა, 10 მოხსნა და ჩაჭრა დაგროვდა. სანდრომ ექვსიდან სამი ორქულიანი, ხუთიდან ორი სამიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. 32 მოგებისა და 44 წაგების მქონე „სან ანტონიოს“ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი მატჩი დარჩა. მომდევნო კი 5 აპრილს, შინ „კლივლენდთან“ ელის.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
