წელი: 2024

Home 2024
ილია თოფურია: აეროპორტში უცხოელების შესასვლელიდან შემომაპარეს
ჩანაწერი

ილია თოფურია: აეროპორტში უცხოელების შესასვლელიდან შემომაპარეს

ილია თოფურია ჩვენი ქვეყნის ახალი სახალხო გმირია, რომელიც შინ დაბრუნების შემდეგ ეროვნულმა მას-მედიამ ზეიმით მიიღო. „ელ მატადორმა” ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ახლა პირველი ესპანელია, რომელმაც  UFC-ს ჩემპიონის ქამარი მოირგო. „ნოკაუტის მომენტში მისი სახის შეხედვამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, საოცარი კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა. ეს იგივე იყო თავის ქალა რომ დამენახა. აღმაფრთოვანა სტადიონმა. ასეთ...

კალცონა – ბზიკი, რომელსაც თვითონ ფრენა არ შეუძლია
ჩანაწერი

კალცონა – ბზიკი, რომელსაც თვითონ ფრენა არ შეუძლია

პორტალი tuttonapoli „ნაპოლისა” და „ბარსელონას” ჩემპიონთალიგურ დაპირისპირებს გამოეხმაურა (1:1) და ჩამოწერა ათი რამ, რაც მისი აზრით ამ შეხვედრაში ყურადსაღები იყო. მეხუთე პუნქტს ჰქვია: კვარაცხელია ხვიჩა, თავისი საქმის ფენომენი (ეს უნდა გვახსოვდეს). ქვემოთ კი გთავაზობთ ტექსტს, რომელიც საიტმა ამ სათაურს მოაყოლა: მთელი რიგი მიზეზების გამო ეს მისი საღამო არ იყო: ოლივერამ ერთი „ოვერლეპიც” (დაახლოებით კედლის გათამაშებას...

ვნებათაღელვა ერთი ცვლილების გამო
ჩანაწერი

ვნებათაღელვა ერთი ცვლილების გამო

„ნაპოლი” ფრანჩესკო კალცონას ხელშიც ნახევრად იღიმება და აქ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ბარსელონასთან” ჩამორჩენის გამოსწორება არაფერ შუაშია. ახალი მწვრთნელის პირველი შეხვედრა იქცა ხვიჩა კვარაცხელიას სიბრაზის სცენად. გმირისა, რომელიც მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედგაცრუებად იქცა და რომელიც ვერა და ვერ ახერხებს თავის გადატვირთვას. რობერტ ლევანდოვსკის მიერ 68-ე წუთზე გატანილი გოლით „ბარსელონა” „ნაპოლის” 1:0-ს უგებდა,...

გერმანიას ტონი დაუბრუნდა
ჩანაწერი

გერმანიას ტონი დაუბრუნდა

გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა საბოლოოდ გადაწყვიტა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდში ითამაშებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მარტიდან ისევ ვითამაშებ გერმანიის ნაკრებში, იმიტომ რომ მწვრთნელმა მთხოვა და მიმაჩნია, რომ მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. დარწმუნებული ვარ, საშინაო ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით მეტს მივაღწევთ, ვიდრე ჩვენგან გულშემატკივრები ელოდებიან“. ტონი კროოსი...

ნაპოლი ჩვრის თოჯინას ჰგავდა
ჩანაწერი

ნაპოლი ჩვრის თოჯინას ჰგავდა

ფეხბურთს ყველა თავისებურად აღიქვამს. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნება იოლად შეიძლება თუკი ერთმანეთს „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრის (1:1) იტალიურ და ესპანურ გამოხმაურებებს შევადარებდით. იტალიელი ექსპერტებისა და მიმომხილველებისთვის „ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრის ბოლოს თამაში შემოატრიალა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაიტოვა. ესპანური მედია კი უკმაყოფილოა, რომ „ბარსამ” ვერ შეძლო ისეთი სუსტი მოწინააღმდეგის დამარცხება, როგორიც იტალიის ჩემპიონია....

… თუ მანჩესტერი დამპატიჟებს
ჩანაწერი

… თუ მანჩესტერი დამპატიჟებს

მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელი თომას ტუხელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობით დაინტერესდა. ოთხშაბათს, 21 თებერვალს, მიუნხენურმა კლუბმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ გერმანელი სპეციალისტი გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ტუხელს ინგლისური კლუბი ძალიან მოსწონს. გერმანელს მანკუნიანელების ფინანსური შესაძლებლობები, ტრადიციები, ბრენდი და სტადიონი იზიდავს. აღსანიშნავია, რომ 50 წლის სპეციალისტს ამ სეზონის შემდეგ კარიერაში შესვენება სურს. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ...

ალვეში ციხეში
ჩანაწერი

ალვეში ციხეში

დანი ალვეშს 4,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა – ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილ მცველს 23 წლის ქალის გაუპატიურებაში დასდეს ბრალი. 20 იანვარს ალვეში წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს და რამდენჯერმე უთხრეს უარი გირაოთი გათავისუფლებაზე, საბოლოოდ კი პატიმრობა მიუსაჯეს. შეგახსენებთ, რომ 40 წლის დანი ალვეში „ბარსელონას“ მაისურით 6-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი, იყო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული,...

შეყილაძე ტაჯიკეთს გაწვრთნის
ჩანაწერი

შეყილაძე ტაჯიკეთს გაწვრთნის

ტაჯიკეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელად გელა შეყილაძე დაინიშნა. გელა შეყილაძე აქამდე ტაჯიკეთის ნაკრებში მწვრთნელის, პეტარ სეგრტის ასისტენტი იყო, აზიის თასის შემდეგ სეგრტმა თანამდებობა დატოვა და ფეხბურთის ფერედაციამ არჩევანი ქართველ სპეციალისტზე შეაჩერა. შეყილაძის ასისტენტად კი ასევე ქართველი, თამაზ ბოკერია, უმუშავებს, რომელიც მანამდეც ასევე მუშაობდა ტაჯიკეთის ნაკრებში. გელა შეყილაძეს საქართველოს ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული. ის თავის დროზე...

კაპელო: არ მომეწონა კვარაცხელიას საქციელი
ჩანაწერი

კაპელო: არ მომეწონა კვარაცხელიას საქციელი

წარსულში დიდი იტალიელი მწვრთნელი, 77 წლის ფაბიო კაპელო „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრის (1:1) შეფასებისას დიპლომატიით არ გამოირჩეოდა. …ბოლო 20 წუთის განმავლობაში „ნაპოლის” თამაში მომეწონა. გუნდი მოქმედებდა სწრაფად და კომპაქტურად, „ბარსას” სირთულეები შეუქმნა. „აძურიმ” საპასუხო თამაში სწორედ აქედან უნდა გააგრძელოს… …ლობოტკა გასულ სეზონში ბევრი აქეს, დღეს კი იმალებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ...

მიიწევდა თუ არა კვარაცხელია მარტო თერთმეტზე?
ჩანაწერი

მიიწევდა თუ არა კვარაცხელია მარტო თერთმეტზე?

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ნაპოლიმ” და „ბარსელონამ” ნეაპოლში 1:1 ითამაშეს. ანგარიში მე-60 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, 75-ზე კი ვიქტორ ოსიმენმა გაათანაბრა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 68 წუთი დაჰყო. გთავაზობთ ნეაპოლური საიტების ტრადიციულ შეფასებებსა და ქულებს. calciomercato 5,5 — აქა-იქ რაღაც სცადა, მაგრამ ჯამში კუნდემ საიმედოდ დაკეტა. მოსალოდნელზე ადრე შეცვალეს. iamnaples 6 — ეს არ იყო...