პორტალი tuttonapoli „ნაპოლისა” და „ბარსელონას” ჩემპიონთალიგურ დაპირისპირებს გამოეხმაურა (1:1) და ჩამოწერა ათი რამ, რაც მისი აზრით ამ შეხვედრაში ყურადსაღები იყო. მეხუთე პუნქტს ჰქვია: კვარაცხელია ხვიჩა, თავისი საქმის ფენომენი (ეს უნდა გვახსოვდეს). ქვემოთ კი გთავაზობთ ტექსტს, რომელიც საიტმა ამ სათაურს მოაყოლა:
მთელი რიგი მიზეზების გამო ეს მისი საღამო არ იყო: ოლივერამ ერთი „ოვერლეპიც” (დაახლოებით კედლის გათამაშებას და ზონაში შევარდნას ჰქვია) არ გაუკეთა; „ბარსელონამ” დაცვის მარცხენა ფრთა დათმო და მთელი ყურადღება კვარაცხელიას მხარეს გადაიტანა; ოსიმენის სამოცდღიანი არყოფნის გამო მათ შეთამაშებულობას ბზარი გაუჩნდა. თავის მხრივ კალცონას, როგორც ბზიკს, რომელსაც თავად ფრენა არ შეუძლია არ ადარდებს, რომ ეს კვარაა და მეორე ტაიმის შუაწელამდე არმისული ის მოედნიდან გაიყვანა. მწვრთნელი გამბედაობას იჩენს, 77 ნომერი კი გულწრფელია და მისი ტუჩების მოძრაობით ადვილი მისახვედრია, რომ შეცვლა არ ესიამოვნა. ამის მიუხედავად ის მიდის სათადარიგოთა სკამთან და ჯდება, რათა დაწყნარდეს და თავი ხელში აიყვანოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
