სათადარიგო სკამზე იყო საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე. ჯამალ მოსლიმ მას სათამაშოდ მხოლოდ 5 წუთი მისცა, რა დროშიც გოგამ 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. „ორლანდოს“ 2 მოგება და ერთი მარცხი აქვს, მომდევნო ტურში კი, „ინდიანას“ უმასპინძლებს.
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ საკუთარ მოედანზე „ჰიუსტონი“ 109:106 დაამარცხა და რეგულარულში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ცუდი ის არის, რომ გრეგ პოპოვიჩმა მამუკელაშვილს სათამაშო დრო საერთოდ არ მისცა. „სან ანტონიოს“ თითო მოგება და მარცხი აქვს და შემდეგ ტურში ისევ „ჰიუსტონს“ დაუპირისპირდება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
სიახლეები09/10/2026 | 23:16სულამანიძის წითელი არშია
სიახლეები07/10/2026 | 23:11ტატოს ზედიზედ მეექვსე ფინალი და მეოთხე ტიტული…

როგორც ჩანს, ქართველი კალათბურთელები NBA-ს წლევანდელ სეზონშიც სხვათა ჯანმრთელობაზე უნდა იყვნენ დამოკიდებულნი. ჩვენებურებს სათამაშო დრო ან ლიმიტირებული აქვთ, ან საერთოდ არ ეძლევათ.