თვე: აგვისტო 2024

Home 2024 აგვისტო
მოჯი: თავიდან მოტივაციის არ მჯერა
ჩანაწერი

მოჯი: თავიდან მოტივაციის არ მჯერა

„ნაპოლის” შესახებ უამრავ მწვრთნელს, ვეტერან ფეხბურთელს, ჟურნალისტს თუ მენეჯერს გამოუთქვამს აზრი. ზოგი საინტერესოა, ზოგი საკამათო. თუ რომელიმე მათგანის შეხედულება იმსახურებს ყურადღებას, ეს ლუჩანო მიჯია, წარსულში „რომას”, „ლაციოს”, „ტორინოს”, „ნაპოლისა” და „იუვენტუსის” აღმასრულებელი შეფი. მის ხელში „ნაპოლიმ” და „იუვემ” (ხუთჯერ) იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, „რომა”, „ტორინო” და „იუვენტუსი” თასის მფლობელები გახდნენ, „იუვენტუსმა” მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო...

ირლანდიასთანაც იგივე
ჩანაწერი

ირლანდიასთანაც იგივე

18-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა, რომელსაც ზურაბ ამონაშვილი წვრთნის, სამხრეთ აფრიკაში გამართული ტესტების სერია მარცხით დაასრულა. ფაქტია, რომ პატარა ბორჯღალოსნებმა სამივე მატჩი წააგეს, მეტოქეებიც ბობოლათა რიცხვიდან იყვნენ – სამხრეთ აფრიკა, ინგლისი და ირლანდია, მაგრამ მაინც დასანანია, რომ ჩვენმა ჭაბუკებმა თუნდაც ერთი თამაშის მოგებაც ვერ შეძლეს. თან სამივე მატჩი ფაქტობრივად იდენტური სცენარით წარიმართა… ჯერ იყო მასპინძელი 18-წლამდელი ქურციკები,...

მამარდამ მხარეებს ვალენსიაში დარჩენა შესთავაზა
ჩანაწერი

მამარდამ მხარეებს ვალენსიაში დარჩენა შესთავაზა

გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში” გადასვლა უნდა, მაგრამ რაკი მერსისაიდელები მიმდინარე სეზონში მის მთავარი გუნდის კარში დაყენებას არ აპირებენ, ქართველი მომდევნო ზაფხულამდე „ვალენსიაში” დარჩენას ითხოვს. მოგეხსენებათ, „ლივერპული” მის ყიდვას და ერთი სეზონით „ბორნმუთში” გაშვებას აპირებდა. როგორც „მარკა” წერს  „ვალენსიაში” დარჩენის მოთხოვნა მოლაპარაკებებზე კარგად იმოქმედებს. კლუბები ამ ვარიანტზე სავარაუდოდ შეთანხმდებიან. „წითლებს” სურდათ მიმდინარე სეზონში მათი კარი ვეტერან ალისონ...

ხვიჩა ჯანმრთელადაა და შვილს ელოდება
ჩანაწერი

ხვიჩა ჯანმრთელადაა და შვილს ელოდება

„გაძეტა დელო სპორტი” ვერონაში ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასა და პირველი ტაიმის მიწურულს მოედნიდან გაყვანაზე წერს: „ეს იყო დიდი შიში და მეტი არაფერი. ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს, თუმცა კვირას მას ვერონას საავადმყოფოში ოთხი საათის გატარება მოუხდა. კვარაცხელიას თან „ნაპოლის” სამედიცინო შტაბის წევრები ახლდნენ. მან „ვერონასთან” შეხვედრაში თავი ცუდად იგრძნო და პირველი ტაიმის ბოლოს მოედანი დატოვა. მატჩის...

ჯერჯერობით ოსიმენი არავის უნდა
ჩანაწერი

ჯერჯერობით ოსიმენი არავის უნდა

დღეს იტალიური სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვიქტორ ოსიმენის „ნაპოლიდან” წასვლაა. ამაზე Calciomercato l’origine-ს ფარგლებში სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა და ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ილაპარაკა: „ანტონიო კონტესა და კლუბს ეგონათ, რომ საკითხი გაცილებით მალე მოგვარდებოდა, მაგრამ ოსიმენის ყიდვის მსურველი ჯერ კიდევ არ ჩანს. ზაფხულის დასაწყისში იყო მხოლოდ ერთი შეთავაზება, „პარი სენ ჟერმენი” ნიგერიელსა და კვარაში 200...

რამდენ ხანს გაძლებს კონტე ნაპოლიში?
ჩანაწერი

რამდენ ხანს გაძლებს კონტე ნაპოლიში?

საინტერესო წერილი გამოაქვეყნა იტალიურმა პორტალმა calciomercato. ის წერს, რომ მართალია სერია A-ში ჯერ მხოლოდ ერთი ტური ჩატარდა, მაგრამ ურთიერთობები „ნაპოლის” ხელმძღვანელობასა და გუნდის ახალ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შორის უკვე დაიძაბა. პრობლემა სატრანსფერო ბაზარზე შექმნილმა მდგომარეობამ გამოიწვია. გაღიზიანება „ვერონასთან” თამაშის წინა პრესკონფერენციაზე მკაფიოდ გამოჩნდა და გააჩინა ვარაუდი, რომ ლეჩელი სპეციალისტი ნეაპოლს მალე დატოვებს. იტალიაში არსებობს შიდა...

გერმანიას ახალი კაპიტანი ეყოლება
ჩანაწერი

გერმანიას ახალი კაპიტანი ეყოლება

ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს ილქაი გიუნდოგნმა, როგორც ჩანს, ბოლოჯერ უკაპიტნმა – 19 აგვისტოს „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, რომელსაც „ბუნდესგუნდში“ 82 მატჩი აქვს ჩატარებული, გატანილი 19 გოლი და გაკეთებული 9 საგოლე პასი, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. „რამდენიმეკვირიანი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება სანაკრები კარიერის დასრულების შესახებ. სიამაყით ვიხსენებ გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 82 თამაშს. 2011 წელს, ბუნდესგუნდში დებიუტის შემდეგ,...

მამარდაშვილი: ლივერპულთან ახლოს და შორს
ჩანაწერი

მამარდაშვილი: ლივერპულთან ახლოს და შორს

„მამარდაშვილის საქმე” ხანგრძლივი და დამღლელია. ათ დღეზე მეტია რაც მოლაპარაკებები განსაკუთრებით დაიძაბა. ეს უკვე მეტისმეტია. იყო შეთევაზებები და ახალი შეთევაზებები, მაგრამ საკმარისი ერთიც არ აღმოჩნდა. სამ წინადადებაზე მეტი შემოვიდა! და სიმართლე ის არის, რომ „ლივერპული” ახლოსაა… დადებულ ფასთან, მაგრამ სანამ 40 მილიონ ევრომდე არ ავა, შეთანხმება არ შედგება. ლიმი ვითარებას ისევე ძაბავს, როგორც „მილან”-იუნუს მუსას...

ლუკა მარკეჯანი: კვარა მეორე თავდამსხმელი არ არის
ჩანაწერი

ლუკა მარკეჯანი: კვარა მეორე თავდამსხმელი არ არის

„ნაპოლი” „ვერონასთან” 0:3 დამარცხდა, რასაც ანტონიო კონტეს გუნდის გულშემატკივართათვის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა. იტალიური საიტები მიზეზების ძებნაში არიან და წერენ, რომ კლუბმა ახალ მწვრთნელს თავდამსხმელი არ უყიდა — ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში” ირიცხება, მაგრამ არ თამაშობს, რომელუ ლუკაკუს გადმობირებას კი არ დაადგა საშველი. პრეს-კონფერენციაზე კონტემ ოსიმენთან დაკავშირებულ კითხვაზე ჟურნლისტი კლუბის ხელმძღვანელობისკენ გადაამისამართა, დაე მათ გიპასუხონ ნიგერიელი...

კვარას მოედნიდან გასვლის ორი მიზეზი
ჩანაწერი

კვარას მოედნიდან გასვლის ორი მიზეზი

„ნაპოლიმ” სერია A-ს ახალი სეზონი უსუსურად დაიწყო: ვერონაში 0:3 წააგო, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ამას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს რამდენიც ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. ქართველი ვარსკვლავი პირველი ტაიმის მიწურულს შესაცვლელი გახდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მან დანიელი მარტინ ფრესეს შეცდომით ისარგებლა, ბურთი იხელთა და მეკარესთან პირისპირ შევიდა, მაგრამ კამერუნელმა ჯექსონ ჩაჩუამ თავგანწირვით ითამაშა, ფეხებში ჩაუხტა და...