რთულმა სატრანსფერო ზაფხულმა ანტონიო კონტესთვის პირველი კარგი ამბავი მოიტანა: რომელუ ლუკაკუს საქმე მოგვარდა, ბელგიელი „ნაპოლის” ფეხბურთელი გახდება. იტალიელებს „ჩელსისთვის” მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, პლუს, თუკი ისინი ვეტერანს ოდესმე სადმე გაყიდიან, ლონდონელები პროცენტებს მიიღებენ. გუშინ კლუბებმა საჭირო დოკუმენტაცია გაცვალეს. ორშაბათ-სამშაბათს თავდამსხმელი იტალიაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ 2027 წლამდე კონტრაქტსაც გააფორმებს. ამრიგად, ლუკაკუ...
ესპანელი ექსპერტი გიორგი მამარდაშვილის შესახებ ინგლისურ გამოცემას ესაუბრა
„წითლების” ბანაკში წყნარი ზაფხული იყო. ახალ მწვრთნელ არნე სლოტს გუნდში ახალი ჯერ არავინ მიუყვანია. ამას „ლივერპულისთვის” პრემიერლიგის სეზონის კარგად დაწყებაში ხელი არ შეუშლია: სლოტის გუნდმა „იფსვიჩ თაუნს” 2:0 მოუგო. თუმცა, იმის გამო, რომ სატრანსფერო ფანჯრით არ ისარგებლეს, მერსისაიდში ერთგვარი შეშფოთება მაინც იგრძნობოდა. მიმდინარე ზაფხულის ბაზარი ინგლისში 30 აგვისტოს ღამის 11 საათზე იკეტება. ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც,...
მარტო მამარდაშვილი საკმარისი არ არის
„ვალენსიამ” ვიგოში 1:3 წააგო. ეს გახლდათ „ღამურების” ზედიზედ მეორე მარცხი. გიორგი მამარდაშვილის გუნდს ორი ტურის შემდეგ ქულა არ აქვს, მისმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდება, მათი ადგილი ლა ლიგაში არ არის. მატჩის ბოლოს ბარახამ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი შეცვალა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ის „სელტასთან“ მარცხს შეეგუა იყო და ძალები...
ხვიჩა ნეაპოლშია და ვარჯიშობს
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა. ის კლუბმა რამდენიმე დღით გაათავისუფლა, რათა თბილისში გამგზავრებულიყო და ვაჟის, დამიანეს დაბადებას დასწრებოდა. გუშინ ქართველი თავდამსხმელი იტალიაში დაბრუნდა და კასტელ ვოლტურნოში გუნდთან ერთად ჩვეულებრივად ივარჯიშა. თანაგუნდელებმა კვარას გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. როგორც calcionapoli24 იტყობინება ხვიჩა კვარაცხელია 25 აგვისტოს „მარადონაზე” „ნაპოლისა” და „ბოლონიას” შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
ინტერი ნაპოლისაც უნდა უფრთხოდეს
იტალიური ფეხბურთის დიდმა ვარსკვლავმა ჯანფრანკო ძოლამ პროფესიულ ფეხბურთში 1984-დან 2005 წლამდე დაჰყო. საუკეთესო პერიოდში ის თამაშობდა „ნაპოლიში”, „პარმასა” და „ჩელსიში”. ყველაზე მეტი დრო ძოლამ ლონდონში გაატარა. ის გახდა იტალიის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, მოიპოვა უეფას, თასების მფლობელთა და ევროპის სუპერთასები. 1994 წლის მუნდიალზე „სკუადრა აძურასთან” ერთად ძოლა მეორე ადგილზე გავიდა. იტალიის ნაკრებში 168...
მამარდა წავა თუ არა, დიმიტრიევსკი დარჩება
ჩრდილო მაკედონიელი მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი „ვალენსიაში” დარჩება. არ აქვს მნიშვნელობა გადავა გიორგი მამარდაშვილი სადმე თუ არა. „ვალენსიაში” „რაიო ვალეკანოდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასული გოლკიპერი „ღამურებს” შეუთანხმდა, რომ თუ საჭიროება მოიტანს ის ამ ზაფხულშივე დატოვებს „მესტალიას”, თუნდაც მყიდველმა მასში საპირმტეხლოზე დაბალი ფასი გადაიხადოს. კლუბს შეუძლია ის არ გაუშვას, მაგრამ ამ შემთხვევაში ვალდებული ხდება მეკარეს ხელფასი მოუმატოს....
მამარდას ლივერპულამდე ხელმოწერა აშორებს
მალე „ლივერპული“ საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის შეძენის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს. მოკლედ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გიორგი უკვე „ლივერპულის“ ფეხბურთელია, თუმც 2024-2025 წლების სეზონს ის ისევ ესპანურ „ვალენსიაში“ გაატარებს… ამჟამად, მამარდაშვილის აგენტი გიორგი სეთურიძე ლივერპულშია და „წითლებთან“ მომავალი კონტრაქტის ბოლო წვრილმანებს ათანხმებეს. ჩვენ კი თავად ფეხბურთელის უახლოესი წრისგან გავიგეთ, რომ „ლივერპულთან“ გიორგის კონტრაქტი 5-წლიანი იქნება. აქვე...
ნოიერიც…
ტონი კროოსის, თომას მიულერისა და ილქაი გიუნდოგანის შემდეგ, გერმანიის ნაკრებში თამაში მანუელ ნოიერმაც დაასრულა. გადაწყვეტილების შესახებ მან უკვე აცნობა გერმანიის ნაკრების მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს. „ხანგრძლივის ფიქრის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ინტენსიური საუბრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ გერმანიის ნაკრებში თამაში დავასრულო. ვინც მიცნობს, ყევლამ იცის, რომ ეს ჩემთვის ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო. მით უმეტეს, რომ კარგ...
სინერმა დოპინგი ექიმს დააბრალა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იტალიელი იანიკ სინერი დოპინგზე ჩავარდა. თუმცა, თუ სხვა ჩოგბურთელებს მკაცრად სჯიან, სინერს ეს ყველაფერი 400 სარეიტინგო ქულისა და 300 000 ევროს დაკარგვად დაუჯდება. სწორედ ეს ფაქტი აღელვებს დღეს მთელი საჩოგბურთო სამყაროს… სინერი დოპინგზე მარტში ჩავარდა, როდესაც ინდიან ველსის ტურნირზე დოპინგ-ტესტის ანალიზები აუღეს. ორჯერ აღმოაჩნდა აკრძალული ანდროგენული სტეროიდი კლოსტებოლი, თუმცა ამბავი ახლახან გაცხადდა....
ქოჩორაშვილი ყველგან უნდათ
ვალენსიაში ყურადღების ცენტრში ქართველები არიან. გიორგი ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე თავი გამოიჩინა როგორც ერთ-ერთმა აღმოჩენამ და საქართველოს ნაკრების ბურჯმა. ამის გაგება მისი უნარებისა და პიროვნული თვისებების ცოდნის გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც შეჰყურებს „ლევანტე” ბაზარს. ახლა მას ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც კლუბის საბანკო ანგარიშების გადარჩენა შეუძლია. ის ხომ თანაგუნდელთა შორის ყველაზე ძვირადღირებულია. ნახევარმცველმა ევროპის ჩემპიონატზე ფურორი მოახდინა, რის გამოც...









