„ნაპოლის” შესახებ უამრავ მწვრთნელს, ვეტერან ფეხბურთელს, ჟურნალისტს თუ მენეჯერს გამოუთქვამს აზრი. ზოგი საინტერესოა, ზოგი საკამათო. თუ რომელიმე მათგანის შეხედულება იმსახურებს ყურადღებას, ეს ლუჩანო მიჯია, წარსულში „რომას”, „ლაციოს”, „ტორინოს”, „ნაპოლისა” და „იუვენტუსის” აღმასრულებელი შეფი. მის ხელში „ნაპოლიმ” და „იუვემ” (ხუთჯერ) იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, „რომა”, „ტორინო” და „იუვენტუსი” თასის მფლობელები გახდნენ, „იუვენტუსმა” მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი, სუპერთასი და ინტერტოტოს თასი, უფრო დაბალი ხარისხის ჯილდოებს კი აქ არ ჩამოვთვლით. ლუჩანო მოჯის 21-ე საუკუნის დასაწყისში საფეხბურთო თაღლითობაც დაუმტკიცეს, თუმცა ეს მის კომპეტენტურობას ეჭვქვეშ არ აყენებს.
„ის, რაც „ნაპოლიში” ხდება კონტეს ბრალი ნამდვილი არ არის. ამ კლუბში ცუდი გარემოა, რომელსაც მთლიანად სჭირდება შეცვლა. ფეხბურთელებს თავიანთი გუნდის აღარ სწამთ, როგორც ეს სპალეტის დროს ხდებოდა, — უთხრა მოჯიმ TuttoMercatoWeb–ს.
გამოსავალს რაში ხედავთ?
ფეხბურთელების დიდი ნაწილი შესაცვლელია. მე მოთამაშეების ხელახალი მოტივაციის არასდროს მწამდა, თუნდაც ლაპარაკი ყოფილიყო მათზე, ვის ოსტატობაშიც ეჭვი არ მეპარებოდა. მათ დარწმუნებას, რომ მოგება კვლავ შეუძლიათ, დრო სჭირდება. საბოლოოდ კონტემ ძლიერი გუნდი რომც შექმნას, მანამდე თავს დიდი წვალება გადახდებათ.
როგორც ჩანს „ნაპოლი” ლუკაკუს ჩამოიყვანს.
ლუკაკუ კონტეს კაცია და ნეაპოლში მთების გადასაბრუნებლად ჩამოდის. შესაძლოა არაფერი გამოუვიდეს, თუმცა ვინ იცის. გასულ სეზონში ჯერ კიდევ გაჰქონდა გოლები.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
