„ნაპოლი” სერია A-ს ახალ სეზონს დღეს ვერონაში იწყებს. გუშინ ნეაპოლელთა ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც აშკარად ეტყობოდა, რომ კლუბში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო იყო. გთავაზობთ ამონარიდებს: …სეზონის წინ ერთ თვეზე მეტხანს ვიმუშავეთ. აქ დამხვდნენ ბიჭები, რომელთაც სურთ ინდივიდუალურად განვითარდნენ. მათი ენთუზიაზმი საქმეში ძალიან მეხმარება… …კარგად მოგეხსენებათ, რომ სატრანსფერო ბაზარი რთული მექანიზმია. სხვა კი რა...
მამარდამ რაც შეეძლო, გააკეთა
მოხდა ის, რაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ვალენსიას” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: გიორგი მამარდაშვილმა „ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა. როგორც AS წერს, „ლივერპულის” სატრანსფერო შეთავაზებები „ღამურების” მეპატრონეს პიტერ ლიმს არ მოეწონა და ქართველი მეკარე ჯერჯერობით კვლავ „ვალენსიაშია”. პირამდე სავსე „მესტალია” მამარდაშვილს ოვაციით შეეგება. გულშემატკივარი ერთხმად ყვიროდა: „გიორგი დარჩი!” ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა. „საოცარია იმის ყურება, თუ რამდენ ხალხს სურს...
არასერიოზული
ამბის არსი ასეთია: წინასაარჩევნოდ პრემიერ მინისტრი ვაზიანში ახალი სტადიონის აშენების ინიციატივით გამოვიდა. ცხადია, გაჩნდა კითხვა: რატომ არის ეს წარმოუდგენელი სიძვირის მშენებლობა აუცილებელი და რა ბედი ელის უფუნქციოდ დარჩენილ „დინამოს“? კითხვის პასუხად ითქვა, რომ „დინამო“ ამორტიზებულია. გაჩნდა მომდევნო კითხვა: როდის ამორტიზირდა „დინამო“? ფაქტია, რომ სტადიონმა ანშლაგით უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, 21 და 26 მარტის (ლუქსემბურგთან და...
კამპანიის მაცხოვრებლებს თამაშზე არ დაუშვებენ
დღეს სერია A იწყება. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” საქმეში ხვალ ჩაერთვება – თამაში ვერონაშია. ვერონელები ნეაპოლელთა მასპინძლობისთვის ემზადებიან და ამ მზადებას პოლიციის კომისარი რობერტო მასუჩი ხელმძღვანელობს. „სტადიო ბენტეგოდიზე” 20 ათას გულშემატკივარს ელიან, რომელთა შორის 2 ათასი სტუმარი გუნდის ქომაგიც იქნება. იმ რისკიდან გამომდინარე, რომელიც „ვერონასა” და „ნაპოლის” შეხვედრას ახლავს, კომისარმა მასუჩიმ სპორტულ ღრონისძიებათა ეროვნულ სადამკვირვებლო ორგანოს...
დღეს: მამარდა vs ბარსელონა
დღეს გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, „ბარსელონას” წინააღმდეგ „ვალენსიას” კარს დაიცავს. მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რაზე შეუთანხმდა მისი გუნდის ქართველი მეკარე „ლივერპულს”, დღეს ის მოედანზე იქნება. ბარახა: „ყველაფერი მარტივია. სანამ არაფერი ხდება, მე შეფასებს არ ვაპირებ. ჰიპოთეზებზე არ ვლაპარაკობ”. მამარდაშვილმა ამ ზაფხულში ერთ საკონტროლო შეხვედრაში...
მეორე ტაიმის სინდრომი
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკული სერიის მეორე მატჩიც წააგო. ამჯერად ზურაბ ამონაშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი ინგლისელ მორაგბე თანატოლებთან დამარცხდა – 20:27. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში პატარა ბორჯღალოსნები გაცილებით დამაჯერებლები იყვნენ და პირველი ტაიმი ინგლისელებს სულაც მოუგეს, მეორე ტაიმში კვლავ ვერაფერი დაუპირისპირეს მეტოქეს. შეხსენებისთვის, პირველი მატჩში ქართველებმა სამხრეთ აფრიკის U18-თან სულ რაღაც 3:6 დათმეს, მაგრამ შესვენების...
რატომ არის მამარდას ინგლისში გადასვლა ჩახლართული?
დღეს, როდესაც გიორგი მამარდაშვილის ლა ლიგიდან პრემიერლიგაში გადასვლის საკითხი სადაც არის მოგვარდება, ესპანური პორტალი Relevo მკითხველს შესაძლო ტრანსფერის სპეციფიკას აცნობს. სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი თვალის დახამხამებაში შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, სანამ ჩვენი წინამდებარე პოსტი თქვენამდე მოაღწევს მამარდაშვილი შეიძლება უკვე პრემიერლიგის ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ვფიქრობთ რიგი ნიუანსების გამო Relevo-ს ინფორმაციის წაკითხვა მაინც ღირს. საქმის არსი ყველამ იცის: ქართველი...
შამანმა ოსიმენი გააფრთხილა
ვიქტორ ოსიმენის „ჩელსიში” გადასვლა რეალურია, მაგრამ გამოჩნდა ხალხი ვისაც ეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. როგორც ESPN-ის აფრიკულმა X პლატფორმამ დაწერა, მავან ნიგერიელ შამანს „ნაპოლის” თავდამსხმელისთვის მესიჯის გაგზავნა უნდოდა. „მსურს ოსიმენი ჩქარა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე გავაფრთხილო, რომ „ჩელსიში” არ უნდა გადავიდეს. თუ ის „ჩელსიში” გადავა, მისი ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო კარიერა მოკვდება. თუ ოსიმენი „ჩელსიში” გადავა, მას აღარ...
ნაპოლიდან წამსვლელების ამბავი
„ნაპოლის” სატრანსფერო ზაფხული მხოლოდ ფეხბურთელთა ყიდვისგან რომ არ შედგება ვიქტორ ოსიმენის გაწელილი საქმის გამო კარგად ვიცით. იტალიურმა calciomercato-მ „პარტენოპეელთა” გაყიდვებს მიუძღვნა წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით კლუბმა ორი ფეხბურთელი გაუშვა: ნორვეგიელი ლეო ოსტიგორი და დანიელი იასპერ ლინდსტრომი. ოსტიგორი ფრანგულ „რენში” გადავიდა, ხოლო ლინდსტრომი ინგლისურ „ევერტონში”. დანარჩენების საქმე ჯერ არ მოგვარებულა, ასე რომ ნეაპოლელთა სპორტულ დირექტორს...
ცოტაც და ოსიმენი ჩელსიში გადავა
ინგლისური „სანის” ინფორმაციით „ჩელსი” სადაცაა „ნაპოლის” 85 მილიონ გირვანქად (99 მილიონი ევრო) ღირებულ ნიგერიელ ვარსკვლავ ვიქტორ ოსიმენს იყიდის. ლონდონელთა ყოფილი თავკაცი ანტონიო კონტე, რომელიც ახლა ნეაპოლელებს უდგას სათავეში ოსიმენის სანაცვლოდ რომელუ ლუკაკუს, 21 წლის იტალიელ ნახევარმცველ ჩეზარე კაზადეისა და კიდევ 39 მილიონ გირვანქას (45.5 მილიონი ევრო) ითხოვს. 25 წლის ოსიმენს სერია A-დან წასვლა უნდა, 31...









