თვე: აგვისტო 2024

Home 2024 აგვისტო
ლივერპულმა ფასი აწია, ვალენსია ლიმის პასუხს ელის
ჩანაწერი

ლივერპულმა ფასი აწია, ვალენსია ლიმის პასუხს ელის

შეთავაზება მაგიდაზეა. კვანძის გახსნა ასე ახლოს არასდროს ყოფილა. და ყველაფერი მალე უნდა მოგვარდეს, რადგან უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. „მამარდაშვილის საქმე” წკიპზეა, მაგრამ ბაზრის თვალსაზრისით ის მაინც აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. „ლიმის კანონების” შესაბამისად მეკარის ფასი 40 მილიონია. „ლივერპულის” ინტერესი კი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გაძლიერდა, რადგან ინგლისელებს ქართველი მეკარის თავიანთ გრძელვადიან პროექტში ჩართვა სურთ. ამ ვარიანტს უკვე...

ლუკა რეგიონში გაუშვეს
ჩანაწერი

ლუკა რეგიონში გაუშვეს

მიუნხენის „ბაიერნმა“ ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე იჯარით „ალტგლიენიკში“ გაუშვა. „ალტგლიენიკი“ გერმანიის რანგით მეოთხე დივიზიონის კლუბია, რომელიც რეგინალლიგაში თამაშობს და გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა. პარკაძე ახალ კლუბში ერთს სეზონს გაატარებს. „მოხარულები ვართ, მივესალმოთ კიდევ ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს მიუნხენის „ბაიერნიდან”. კეთილი იყოს შენი მობრძანება ლუკა!” – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტორსტენ მატუშკამ. შეგახსენებთ, რომ პარკაძემ „ბაერნთან“ 2023...

ნაპოლის ლონდონური საქმეები გვარდება
ჩანაწერი

ნაპოლის ლონდონური საქმეები გვარდება

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” შოტლანდიელი ბილი გილმორის შეძენის საქმე ფაქტობრივად გაჩარხა. ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ლონდონშია, სადაც ტრანსფერს შეიძლება დღესვე დაუსვას წერტილი. „აძურიმ” ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ყველა საკითხი მოაგვარა. ახლა „ბრაიტონთან” შეთანხმება დარჩა. თუმცა მანა ინგლისში მარტო გილმორის გამო არ ჩასულა. მას „ჩელსისთან” რომელუ ლუკაკუსა და ვიქტორ ოსიმენის საქმეზე სურს დალაპარაკება. მოგეხსენებათ, „ატლეტიკოდან” ესპანელი სამუ ომოროდიონის...

ლივერპული ვაჭრობას იწყებს
ჩანაწერი

ლივერპული ვაჭრობას იწყებს

როგორც ჩანს საქმე დაიძრა. ესპანეთის ყველა გაზეთი და პორტალი გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს. „მარკა” მკაფიოდ ამბობს: „ლივერპულმა” გადაწყვეტილება მიიღო. „წითლებმა” მამარდაშვილის შეძენა გადაწყვიტეს. უკვე რამდენი წელიწადია ისინი ალისონ ბეკერის შემცვლელს ეძებენ და იციან, რომ „ვალენსიასგან” ქართველი მეკარის ყიდვით, შედარებით იაფად შეუძლიათ ფურორი მოახდინონ. მერსისაიდელთა იდეა ასეთია: მამარდაშვილის შეძენა და მისი ერთი სეზონით პრემიერლიგის რომელიმე კლუბში...

მამარდა ლივერპულს იმ შემთხვევაში უნდა თუ…
ჩანაწერი

მამარდა ლივერპულს იმ შემთხვევაში უნდა თუ…

ესპანეთის ლა ლიგაში სეზონის დაწყებამდე ერთი კვირაც კი არ დარჩა, ხოლო სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე თვეც აღარ არის. და რას შვრება „ვალენსია”? პასიურობს. superdeporte წერს, რომ „ღამურები” უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: უამრავ პოზიციაზე ფეხბურთელი აკლიათ, კარში კი სიჭარბე აქვთ. მოგეხსენებათ, ამ ზაფხულში კლუბმა დაიმატა ჩრდილო მაკედონიელი თავისუფალი აგენტი სტოლე დიმიტრიევსკი, ოღონდ კონტრაქტში თავად ფეხბურთელის მოთხოვნით ჩაიწერა ასეთი...

ოსიმენმა ღამის კლუბში იჩხუბა
ჩანაწერი

ოსიმენმა ღამის კლუბში იჩხუბა

ვიქტორ ოსიმენი გაღიზიანებულია. ის „ნაპოლის” გაყიდვას სთხოვს, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი ისეთ ფასს ადებს, რომ მყიდველებს აფრთხობს. სანამ მდგომარეობა გაირკვევა, ნიგერიელი ანტონიო კონტესთან ვარჯიშობს, მაგრამ მშვიდად რომ არ არის, ეს მოედანს მიღმა ცხოვრებიდანაც ჩანს. კვირა საღამოს მას ნეაპოლის ერთ-ერთ ცნობილ ღამის კლუბში კონფლიქტი მოუვიდა. მავანმა გულშემატკივარმა მოცეკვავეთა შორის ოსიმენი იცნო და ტელეფონით ვიდეოს...

ნაპოლი 48 საათში შეეცდება
ჩანაწერი

ნაპოლი 48 საათში შეეცდება

„ნაპოლის” სატრანსფერო ბაზარზე რთული პერიოდი უდგას. ამის შესახებ ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ „სქაი სპორტის” გადაცემაში ილაპარაკა: „ვიქტორ ოსიმენი გუნდიდან აუცილებლად წავა. ეს ჯერ კიდევ მაშინ გადაწყდა, როდესაც ნიგერიელმა განახლებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი. კლუბი, რომელმაც მის მიმართ ყველაზე რეალური ინტერესი გამოიჩინა „პარი სენ ჟერმენია”, თუმცა პარიზელთა მეპატრონე არაბები „ნაპოლის” დიდი ეკონომიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებენ. ოსიმენის გაყიდვამდე...

U18-ის სტარტი – 3:20 აფრიკასთან
ჩანაწერი

U18-ის სტარტი – 3:20 აფრიკასთან

საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი წააგო. მასპინძელთა 18-წლამდელთა A ნაკრებმა ზურაბ ამონაშვილის მიერ გაწვრთნილ პატარა ბორჯღალოსნებს 20:3 მოუგო, არადა ანგარიში ქართველებმა გახსნეს და მასპინძელმა ჭაბუკებმა მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს შეძლეს ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი წინ გასვლა. ცხადია, ტაიმის სამივე შედეგიანი მოქმედება ზუსტი საჯარიმო დარტყმა იყო და ჩვენი მხრიდან...

საქართველო პარიზში – საუკეთესო ისტორიაში
ჩანაწერი

საქართველო პარიზში – საუკეთესო ისტორიაში

ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა. პარიზში გამართული თამაშები ისტორიული გამოდგა ქართული დელეგაციისთვის: ჩვენებმა 3-3 ოქროსა და ვერცხლის, ასევე 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველო 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზე გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია ისტორიაში. აქამდე თავს 28-ე ადგილით ვიწონებდით – ეს შედეგი 2008 წელს პეკინში ვაჩვენეთ. მართალია, მედლების რაოდენობით (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1...

ოსიმენის თემა ისევ გააქტიურდა
ჩანაწერი

ოსიმენის თემა ისევ გააქტიურდა

წუხელ ესპანეთში გავრცელდა ცნობა, რომელმაც შესაძლოა „ნაპოლის” სატრანსფერო საქმეებზე გავლენა მოახდინოს. „ელ ჩირინგიტოს” ცნობით „ჩელსი” „ატლეტიკოსგან” სამუ ომოროდიონს ვეღარ ყიდულობს და ლონდონელები ისევ ვიქტორ ოსიმენს მიუბრუნდებიან. „სამუ ომოროდიონთან დაკავშირებული მოლაპარაკებები „ჩელსისა” და „ატლეტიკოს” შორის დანამდვილებით ჩაიშალა. „ლურჯებმა” ომოროდიონის შეძენასთან დაკავშირებული პირობები შეცვალეს და ახლა ვიქტორ ოსიმენს დაუბრუნდებიან”, — დაწერა „ელ ჩირინგიტომ”. მოგეხსენებათ, ოსიმენის გაყიდვაზე პირდაპირ...