თვე: აგვისტო 2024

Home 2024 აგვისტო
იტალიის თასზე ნაპოლი შემდეგ მეტოქეს უმასპინძლებს
ჩანაწერი

იტალიის თასზე ნაპოლი შემდეგ მეტოქეს უმასპინძლებს

„ნაპოლიმ” იტალიის თასის ოცდამეთორმეტედფინალში პენალტებით დაამარცხა „მოდენა” და მეთექვსმეტედფინალში „პალერმოს” შეხვდება. სიცილიელებმა სტუმრად მოუგეს „პარმას” 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ნაპოლის” ლეგენდის ლორენცო ინსინიეს უმცროსმა ძმამ, 30 წლის რობერტომ გაიტანა. ის 2012-19 წლებში თავად თამაშობდა „ნაპოლიში”. „პალერმო” ისევე როგორც „მოდენა” სერია B-ში გამოდის. „ნაპოლისა” და „პალერმოს” მეთექვსმეტედფინალური დაპირისპირება 25 სექტემბერს ნეაპოლში, „სტადიო დიეგო მარადონაზე” გაიმართება. ისევე...

მაჭარაშვილი ვერცხლს დასჯერდა
ჩანაწერი

მაჭარაშვილი ვერცხლს დასჯერდა

პარიზის ოლიმპიური თამაშები საქართველოს დელეგაციამ ვერცხლის მედლით დახურა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ფინალში (97 კგ) გივი მაჭარაშვილმა ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ახმედ ტაჟუდინოვთან წააგო. ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, ჩვენებურის ილეთს მეტოქე კარგად დაუხვდა, ქართველი ფალავანი შებოჭვაზე დაიჭირა და ბრძოლის დაწყებიდან ერთ წუთში გაიმარჯვა. 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მონაგარი შვიდი მედალია: ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90...

მამარდას ერთი ტაიმი
ჩანაწერი

მამარდას ერთი ტაიმი

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ტრადიციულ, სეზონისწინა „ტროფეო ტარონჯაზე” „ფრანკფურტს” 3:2 სძლია. „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ქართველი მეკარე პირველ ტაიმში ათამაშა, შესვენების მერე კი კარი ჩრდილო მაკედონიელ სტოლე დიმიტრიევსკის ანდო. ქვემოთ გთავაზობთ იმ ორი ეპიზოდის ვიდეოჩანაწერს, რომლებშიც გიორგის მონაწილეობა მოუხდა.  ვალენსიელმა პეპელუმ პირველ ტაიმში, როდესაც ანგარიში იყო 2:1 მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი ააცილა.

გამარჯვება პენალტებით -კვარა იღებს ბურთს და წინ მიიწევს
ჩანაწერი

გამარჯვება პენალტებით -კვარა იღებს ბურთს და წინ მიიწევს

იტალიის თასის 1/32 ფინალში „ნაპოლიმ” სერია B-ს მოდენას პენალტების სერიაში მოუგო. ეს იყო ანტონიო კონტეს პირველი ოფიციალური თამაში ნეაპოლელთა თავკაცის რანგში. საკუთრივ შეხვედრა დამთავრდა 0:0. „თქვენ მეკითხებით არის თუ არა ჩემი 3-4-2-1 მისაღები სქემა გუნდისთვის, რომელმაც სკუდეტო 4-3-3 სქემით მოიგო? გასულ სეზონში „ნაპოლი” სწორედ 4-3-3-ით თამაშობდა და მეათე ადგილზე გავიდა, 48 გოლი გაუშვა, ბევრი იწვალა....

რა თქმა უნდა, ლაშა !
ჩანაწერი

რა თქმა უნდა, ლაშა !

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძისგან ყველა ოქროს მედალს ელოდა. ამაში გასაკვირი არაფერია – 2016 წლიდან მოყოლებული ჩვენებური ყველაფერს იგებს, სადაც კი მონაწილეობს. ასე მოხდა ამჯერადაც. ცოტა კი გვანერვიულა, თუმც მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა, ხოლო საბჭოთა კავშირის ჩათვლით, სოხუმელი ვიქტორ სანეევის მიღწევა გაიმეორა. საჩემპიონო ბედი სამეულში რომ უნდა გადაწყვეტილიყო, თავიდანვე...

გენო ოქროსფერი
ჩანაწერი

გენო ოქროსფერი

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მაგარი დღეები დაგვიდგა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს უკვე ერთი ოქრო და ერთიც გარანტირებული მედალი აქვთ. გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია, ხოლო გივი მაჭარაშვილი ოქროს ხვალ შეუტევს. პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეს დაეჭიდა და დაძაბულ ბრძოლაში 10:9 დაამარცხა. არადა, ყველაფერი ისე დაიწყო, თითქოს პრობლემები არ უნდა ჰქონოდა. მეტიც, პეტრიაშვილი პირველ სეტში 12:1 დაწინაურდა,...

კიმმა გონება დაკარგა
ჩანაწერი

კიმმა გონება დაკარგა

სამხრეთკორეელი ტყვიის მსროლელი იე-ჯი კიმი პრეს-კონფერენციაზე უგონოდ დაეცა. ეს ამბავი პარიზიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იმსილში მოხდა. კიმმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ითქვა, რომ სპორტსმენი ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული გადაღლის გამო გაითიშა. ის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც გონს მოეგო. საინტერესოა, რომ კიმმა ოლიმპიადაზე ყურადღება უემოციო ქცევით მიიპყრო. მის მიმართ საზოგადოებამ ინტერესი ორიოდ თვის წინ, მაისშიც გამოიჩინა როდესაც ინტერნეტში...

superdeporte მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ
ჩანაწერი

superdeporte მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ

„ვალენსია” კვლავ ზაფხულის დიდი ტრანსფერის ძიებაშია. მას მერე რაც ხავი გერა „ატლეტიკოს” ვერ მიჰყიდა, კლუბმა მთელი ყურადღება კვლავ გიორგი მამარდაშვილზე გადაიტანა. მეკარე გასაყიდად მზად არის. რადიო Cope-მ თქვა და Superdeporte-მაც დაადასტურა, რომ ახლა გარიგების საუკეთესო შანსი „ლივერპულთან” არის. „წითლებმა” „ვალენსიას” მდგომარეობა ძალიან კარგად იციან და ცდილობენ მასზე ზეწოლა განახორციელონ, სურთ დაბალ ფასზე დაიყოლიონ. სატრანსფერო ბაზრის...

დიდი შეკითხვა მამარდაშვილთან დაკავშირებით: ათამაშონ თუ დაიცადონ?
ჩანაწერი

დიდი შეკითხვა მამარდაშვილთან დაკავშირებით: ათამაშონ თუ დაიცადონ?

რუბენ ბარახამ თავიდანვე იცოდა, რომ „ვალენსიას” სატრანსფერო ბაზარი ვარდებით მოფენილი საწოლივით სასიამოვნო არ იქნებოდა, მაგრამ მამარდაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია უკვე თავის ტკივილად იქცა. „მესტალიას” ბინადარი კლუბი დარწმუნებული იყო, რომ მამარდაშვილს ევროპის ჩემპიონატის დამთავრებისთანავე გაყიდდა, რის გამოც „რიო ვალეკანოდან” თავისუფალი აგენტი დიმიტრიევსკი დაიმატა. სანამ მამარდაშვილი ევროზე გამოდიოდა და მერე ისვენებდა, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა. დიმიტრიევსკიმ „ვალენსიას” პრე-სეზონზე ყველა...

პეტრიაშვილი ოქროსთვის იჭიდავებს
ჩანაწერი

პეტრიაშვილი ოქროსთვის იჭიდავებს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მედალი გარანტირებული აქვს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ფინალშია და ოლიმპიადების ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორი მესამე ცდაზე ოქროს მოპოვებას შეეცდება. პეტრიაშვილმა (125კგ) შეჯიბრება ბრწყინვალედ დაიწყო და უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკის 11:0 მოუგო. პირველ პერიოდში ქართველი ფალავანი მეტოქის პასიურობის გამო 1:0 დაწინაურდა. აი, მეორე პერიოდი კი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და 9:0 წაიყვანა,...