superdeporte მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ

Home აქეთურ-იქითური superdeporte მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ
superdeporte მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ

„ვალენსია” კვლავ ზაფხულის დიდი ტრანსფერის ძიებაშია. მას მერე რაც ხავი გერა „ატლეტიკოს” ვერ მიჰყიდა, კლუბმა მთელი ყურადღება კვლავ გიორგი მამარდაშვილზე გადაიტანა.

მეკარე გასაყიდად მზად არის. რადიო Cope-მ თქვა და Superdeporte-მაც დაადასტურა, რომ ახლა გარიგების საუკეთესო შანსი „ლივერპულთან” არის. „წითლებმა” „ვალენსიას” მდგომარეობა ძალიან კარგად იციან და ცდილობენ მასზე ზეწოლა განახორციელონ, სურთ დაბალ ფასზე დაიყოლიონ. სატრანსფერო ბაზრის დასაწყისში „ვალენსია” ფეხბურთელს დაახლოებით 45 მილიონ ევროდ აფასებდა. ამავდოულად იყო „ნიუკასლი”, რომელსაც ქართველის შეძენა აინტერესებდა, მაგრამ „კაჭკაჭები” საბოლოოდ ოდისეას ვლახოდიმოსზე შეჩერდნენ, რადგან ის უფრო იაფი იყო.

მას მერე „მესტალიას” კლუბს მისთვის სასურველ თანხასთან დაახლოებული შეთავაზება არ მიუღია. მართალია ქართველი სადღეისოდ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, მაგრამ ძლიერდება მოლოდინი, რომ ის საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად გაიყიდება.

როგორც Relevo წერს, „ლივერპულს” სურს იყიდოს მამარდაშვილი, მაგრამ გამოცდილების შესაძენად პრემიერლიგის რომელიმე კლუბში იჯარის წესით გაუშვას.

პაუ პარდო, superdeporte

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.