თვე: აგვისტო 2024

Home 2024 აგვისტო
მე-4 სუპერთასისთვის
ჩანაწერი

მე-4 სუპერთასისთვის

„რაგბი ევროპის“ სუპერთასის გათამაშებას „შავი ლომი“ ტურნირის სამგზის და ერთადერთი ჩემპიონის რანგში ხვდება. პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ახალ გათამაშებას ტურნირის ზედა ეშელონში – „ს“ პულში შეუდგება ტიტულის დაცვას, ოღონდ განსხვავება ის იქნება, რომ ამ ჯერზე შეჯიბრში მონაწილეობას ისრაელის „თელ ავივ ჰითი“, როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ საიტე წერია, „სხვადასხვა ლოგისტიკური პრობლემების“, სინამდვილეში კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სრულმასშტაბიანი...

გატუზო კვლავ გიჟმაჟობს
ჩანაწერი

გატუზო კვლავ გიჟმაჟობს

ექსცენტრულობით ცნობილმა ჯენარო გატუზომ, რომელიც ხორვატულ „ჰაიდუკს” უდგას სათავეში, პრეს-კონფერენციაზე თავის ფეხბურთელს fuck off-ო უთხრა. ეს სლოვაკურ „რუზომბერიკთან” კონფერენციია ლიგის შეხვედრის (0:0) წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოხდა. გატუზო ჟურნალისტების წინაშე „ვესტ ბრომვიჩსა” და „ნოტინგემ ფორესტში” იჯარით ნათამაშევ ფილიპ კროვინოვიჩთან ერთად წარდგა. კროვინოვიჩს ჟურნალისტმა რაღაც ჰკითხა, მაგრამ „მილანის” ლეგენდას ეტყობა საქმის მალე მოთავება ეჩქარებოდა და მოთამაშე არც...

ამერიკელი ვარსკვლავის კოვიდიანი ბრინჯაო
ჩანაწერი

ამერიკელი ვარსკვლავის კოვიდიანი ბრინჯაო

სპრინტის ამერიკელი ვარსკვლავი ნოა ლაილსი 200 მეტრზე ფინალური გარბენის შემდეგ სარბენ ბილიკზე დაწვა და სამედიცინო დახმარება მოითხოვა. ის სარბიელიდან ეტლით გაიყვანეს. ლაილსმა 100 მეტრზე სირბილში მოგებულ ოქროს მეორე ოქრო ვერ შემატა, ბრინჯაოს დასჯერდა. მოგვიანებით ლაილსმა თქვა, რომ სამშაბათიდან კოვიდი სჭირს. ლაილსი: „სამშაბათს დილის 5 საათზე გამეღვიძა. თავს საშინლად ვგრძნობდი. მივხვდი, რომ ეს 100 მეტრზე სირბილის...

იჩხუბეს და იამხანაგეს
ჩანაწერი

იჩხუბეს და იამხანაგეს

„საუთჰემპტონისა” და „ლაციოს” ამხანაგური შეხვედრა დიდ ჩხუბში გადაიზარდა. ეს მე-60 წუთზე მოხდა, მანამდე კი მოვლენები ასე განვითარდა: მე-5 წუთზე კარლოს ალკარასმა „წმინდანების” ახალწვეულ ბენ ბრერეტონ დიასს საგოლე პასი მიაწოდა და ინგლისური გუნდი დაწინაურდა. რომაელებმა 32-ე წუთზე ტატი კასტელანოსის დარტყმით გაქვითეს. მეორე ტაიმში, როგორც გითხარით, ჩხუბი ატყდა. დანილო კატალდი უხეშად მოცელილ თანაგუნდელს გამოესარჩლა და მასპინძლების ერთ-ერთ...

ნუნიესის ზედიზედ მეხუთე
ჩანაწერი

ნუნიესის ზედიზედ მეხუთე

41 წლის კუბელმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მიხაინ ლოპეს ნუნიესმა უნიკალური შედეგი აჩვენა. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთე ოქრო მოიგო. ნუნიესმა ფინალში ჩილელი იასმანი აკოსტა ფერნანდესი 6:0 დაამარცხა. ფინალამდე კი, სამხრეთკორეელი სეუნგჩან ლი 7:0 გაანადგურა; ირანელ ამირ მირზაზადეს 3:1 აჯობა; აზერბაიჯანელ საბა სალეჰ შარიათი კი ნახევარფინალში 4:1 დაამარცხა. კუბელი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონიც გახლავთ. იქნებ იკითხოთ, მეტი...

11 წლის ჩინელი ოლიმპიადაზე
ჩანაწერი

11 წლის ჩინელი ოლიმპიადაზე

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სკეიტბორდის ერთ-ერთ დისციპლინაში ჩინელმა ჩჟენ ჰაოჰაომ იასპარეზა. უცნაური, ცხადია, არაფერია, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ გოგონა მხოლოდ 11 წლისაა. ჰაოჰაო 2012 წლის 11 აგვისტოს, ლონდონის ოლიმპიადის დახურვის წინა დღეს დაიბადა. მართალია, ჩინელმა სპორტსმენმა 22 მონაწილეს შორის მე-18 შედეგი აჩვენა და ფინალში ვერ გავიდა, მაგრამ ლიცენზიის მოპოვებაც კი საინტერესო მოვლენაა. ისე კი ჩჟენი...

ჩელსიმ ოსიმენზე ხელი აიღო
ჩანაწერი

ჩელსიმ ოსიმენზე ხელი აიღო

ინგლისური „დეილი მეილი” წერს, რომ „ჩელსიმ” „ნაპოლის” თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის ყიდვაზე ხელი აიღო, თუმცა ნიგერიელს ჯერ კიდევ შეუძლია საოცნებო პრემიერლიგაში მოხვედრა. „ჩელსის” კი „ატლეტიკოს” სამუ ომოროდიონის შეძენაზე გადაუტანია ყურადღება. გაზეთის ცნობით მოლაპარაკებები ლონდონელებსა და მადრიდელებს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს. მართალია ომოროდიონმა გასული სეზონი იჯარით „ალავესში” გაატარა, სადაც მხოლოდ 9 გოლი გაიტანა, მაგრამ მისი ღირებულება 35 მილიონი...

მამარდამ ხმები საუდელების შესახებ ცივად უარყო
ჩანაწერი

მამარდამ ხმები საუდელების შესახებ ცივად უარყო

საქართველოში გავრცელდა ხმა, რომ გიორგი მამარდაშვილის გარემოცვა „ლივერპულთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს, ესპანური AS კი წერს, რომ ქართველი მეკარის მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული. მადრიდული გამოცემის ვერსიით 40 მილიონ ევროს, — ეს არის თანხა, რომელსაც „ღამურების” მეპატრონე პიტერ ლიმი 1 მილიონად ნაყიდი მამარდაშვილის სანაცვლოდ ითხოვს, — მხოლოდ საუდის არაბეთის კლუბები იხდიან. საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას” კარის მცველმა ხმები...

მამარდაშვილი ლივერპულში – 99.9 %
ჩანაწერი

მამარდაშვილი ლივერპულში – 99.9 %

რამდენიმე დღეში (ეგებ საათში) გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფეხბურთელი იქნება! საქმის საბოლოოდ მოგვარებას მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეკარის ხელმოწერა აკლია… ტრანსფერის დადასტურების შემდეგ გიორგი მამარდაშვილი მოახლოებულ სეზონს პრემიერლიგის „ბორნმუთში“ გაატარებს, 2025 წლიდან კი „ლივერპულის“ პირველი მეკარე იქნება. „ლივერპული“ „ბორნმუთთან“ ეს ამბავი შეთანხმებულია. „ბორნმუთი“ გიორგის ელის. რაც შეეხება სადღეისოდ „ლივერპული“ მთავარ მეკარეს, ბრაზილიელ ალისონ ბეკერს, მისი მომავალიც გარკვეულია...

ორი თვის შემდეგ
ჩანაწერი

ორი თვის შემდეგ

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ სეზონი ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. მესამე წრე დაიწყო და მე-19 ტურში გოლების ანტირეკორდიც დამყარდა. მეტოქეებმა ერთურთს მხოლოდ 6 გოლი გაუტანეს, რაც ყველზე დაბალი მაჩვენებელია წლევანდელ სეზონში (მანამდე ასეთი მე-12 ტური გახლდათ – 7 გოლი). ლიდერმა „დილამ“ ქულები დაკაგა, შინ „გაგრას“ ვერ მოუგო (0:0), თუმცა ჯამში 16-მატჩიანი წაუგებელი სერია გააგრძელა და უშუალო მდევარ...