თვე: აგვისტო 2024

Home 2024 აგვისტო
ნაპოლის გეგმა იცვლება
ჩანაწერი

ნაპოლის გეგმა იცვლება

სატრანსფერო ბაზარზე „ნაპოლის” პრიორიტეტი ცენტრალური თავდამსხმელის შეძენაა. ის, რომ გუნდს სწორედ ამ პოზიციაზე უჭირს, ზაფხულში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრებშიც გამოჩნდა. ჯაკომო რასპადორი ფორვარდის ამპლუაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ვალიდ ჩედირას და ჯოვანი სიმეონეს ოსტატობა კი, როგორც ჩანს ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მაინცდამაინც არ აკმაყოფილებს. რაც შეეხება „აძურის” მთავარ ბომბარდირ ვიქტორ ოსიმენს, ის ახალი კლუბის ძიებაშია. მიმომხილველმა...

კინაღამ თავი ჩამოარტყა
ჩანაწერი

კინაღამ თავი ჩამოარტყა

BBC-ს კომენტატორმა, ვეტერანმა ბრიტანელმა კოშკიდან მხტომელმა ლეონ ტეილორმა პარიზი 2024-ის მსაჯებს „თავიანთი საქმის კეთებისკენ” მოუწოდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც იტალიელმა წყალში მხტომელმა მაია ბიჯინელიმ კოშკს კინაღამ თავი ჩამოარტყა. პარიზის საწყლოსნო ცენტრში შეკრებილ მაყურებელს შეძახილი აღმოხდა, როდესაც 21 წლის ბიჯინელიმ პლატფორმას სანტიმეტრებით ააცილა თავი. მისი სამნახევარი ბრუნი 3.2 სირთულისა იყო, მაგრამ შეიქმნა სპორტსმენის სიცოცხლის საფრთხე, რომელიც...

მოკრივე ქალთა სკანდალში კრემლი(ოვი)ს კვალი გამოჩნდა
ჩანაწერი

მოკრივე ქალთა სკანდალში კრემლი(ოვი)ს კვალი გამოჩნდა

კრივის დიდი შეფი კრის რობერტსი ოლიმპიადაზე აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა და საზოგადოებას სტრიქონებს შორის კითხვისკენ მოუწოდა. ლაპარაკია ალჟირელი და ტაივანელი მოკრივე ქალების იმანე ხელიფისა და ლინ იუ-ტინგის სქესის გამო ამტყდარ სკანდალზე. ორივე სპორტსმენს 18 თვის წინ სქესის ტესტი ჩაუვარდათ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი ისინი პარიზის თამაშებზე დაუშვა. ორგანიზაცია, რომელმაც ხელიფისა და ლინს ტესტი ჩაუტარა და დაადგინა,...

… ჩემგან კი საკადრისი მიიღო
ჩანაწერი

… ჩემგან კი საკადრისი მიიღო

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ  თავისი ფეხბურთელების, ჯუდ ბელინგემისა და ვინისიუსის ამბავი უამბო ჟურნალისტებს.. „გუშინ ბელინგემზე გაბრაზებული ვიყავი. დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა, ვინისიუსს ვთხოვე დაერეკვა – ჯუდმა მაშინვე აიღო ტელეფონი. როდესაც მან უპასუხა, ცოტა დაველოდე, ვინის  ყურმილი გამოვართვი და ჯუდს დაველაპარაკე. მან რა მიპასუხა აღარ მოვყვები, ჩემგან კი საკადრისი მიიღო. ამ ეტაპზე ჩვენს შორის გაუგებრობა...

კონტეს პირველი უკმაყოფილება
ჩანაწერი

კონტეს პირველი უკმაყოფილება

„ნაპოლის” ფეხზე დაყენება რომ უძნელესი საქმეა ანტონიო კონტემ იმთავითვე კარგად იცოდა. ნეაპოლელები გასულ სეზონში მეათე ადგილზე გავიდნენ, რამაც გულშემატკივარი გააღიზიანა. დაბალ პოზიციაზე ყოფნა სკუდეტოს ტრიუმფით მოპოვების შემდეგ ძნელი შესაგუებელი აღმოჩნდა. კონტეს მოსვლამ ტიფოზებს იმედი ჩაუსახა. იმედისმომცემი გამოდგა შეკრებები დიმაროსა და კასტელ დი სანგროში. გუნდი ახალ მწვრთნელს აჰყვა, ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებს ახალ ტაქტიკას. „ნაპოლიმ” პირველი ოთხი ამხანაგური...

უდიდესი ფინალი ისტორიაში
ჩანაწერი

უდიდესი ფინალი ისტორიაში

მძლეოსნობის ამერიკელმა ვარსკვლავმა ნოა ლაილსმა 100 მეტრზე სირბილში ოლიმპიური ოქრო არნახულად მცირე 0.005 წამიანი უპირატესობით მოიგო. მსოფლიო პრესა პარიზულ გარბენს ოლიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთ უდიადესს უწოდებს. მას მერე, რაც ფინიშის ხაზი რვა მძლეოსანმა გადაკვეთა, დაიწყო ნერვიული ლოდინი. გამარჯვებულის ვინაობა ფოტო ფინიშს უნდა გაერკვია. საბოლოოდ გაირკვა, რომ გაიმარჯვა 27 წლის ფლორიდელმა, რომელმაც 100 მეტრი 9.79,784 წამში გაირბინა,...

გურული ბრინჯაოს დასჯერდა
ჩანაწერი

გურული ბრინჯაოს დასჯერდა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი შეემატა. რიგით მეოთხე მედალი მოკრივე ლაშა გურულმა ირგუნა და ბრინჯაოს დასჯერდა. გურულს (63.5 კგ) ბრინჯაო დაბევებული ჰქონდა, რადგან ნახევარფინალში იყო გასული. იქ კი მისი მეტოქე კუბელი ერისლანდ ალვარეს ბორხესი იყო და თუ ჩვენებური გაიმარჯვებდა, მედლის ხარისხს გაიუმჯობესებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სამივე რაუნდის განმავლობაში კუბელი მოკრივის უპირატესობა...

ხელიფი: მე ქალი ვარ!
ჩანაწერი

ხელიფი: მე ქალი ვარ!

სკანდალურად ცნობილმა ოლიმპიელმა მოკრივემ, ალჟირელმა იმანე ხელიფმა ქალთა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მეოთხედფინალში უნგრელი ანა ლუკა ჰარმონი დაამარცხა და მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს. ხელიფი ის მოკრივეა, რომელმაც წინა მეტოქეს ანჯელა კარინის 46 წამში სძლია. კარინიმ ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ ასე ძლიერად მისთვის არასდროს დაურტყამთ, რამაც გამარჯვებულის სქესის საკითხი წამოჭრა. როგორც გაირკვა, ხელიფი ქალთა შარშანდელი...

ამჯერად ნაპოლიმ ვერ ივარგა
ჩანაწერი

ამჯერად ნაპოლიმ ვერ ივარგა

„ნაპოლიმ” ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პირველი მარცხი განიცადა – 0:2. ეს მოხდა კასტელ დი სანგროში, ამხანაგურ შეხვედრაში ესპანური „ჟირონას” წინააღმდეგ. ხვიჩა კვარაცხელიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა. კონტემ მოედანზე იგივე თერთმეტეული გაიყვანა, რომელსაც წინა მატჩში ფრანგულ „ბრესტთან” დაეყრდნო, მაგრამ ამჯერად იმედი გაუცრუვდა. „ჟირონამ” თამაში მძლავრად დაიწყო და „აძურის” დაცვა იმთავითვე წნეხის ქვეშ მოაქცია. 23-ე წუთზე მეკარე ალექს მერეტის...

საქართველოს გუნდური მარცხი
ჩანაწერი

საქართველოს გუნდური მარცხი

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს გუნდური ჩემპიონატის დღე დადგა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები შეჯიბრებას დასაწყისშივე გამოეთიშა – ლაშა გუჯეჯიანის გუნდი იტალიასთან 3:4 დამარცხდა. პირველი გამარჯვება ეთერ ლიპარტელიანმა (75 კგ) მოიპოვა; შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერს ასკილაშვილმა (70 კგ) წააგეს; ანგარიში ლაშა ბექაურმა (90 კგ) გაათანაბრა; სოფიო სომხიშვილის (+70 კგ) მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამოვრჩით; მორიგი...