„მამარდაშვილის საქმე” ხანგრძლივი და დამღლელია. ათ დღეზე მეტია რაც მოლაპარაკებები განსაკუთრებით დაიძაბა. ეს უკვე მეტისმეტია. იყო შეთევაზებები და ახალი შეთევაზებები, მაგრამ საკმარისი ერთიც არ აღმოჩნდა. სამ წინადადებაზე მეტი შემოვიდა! და სიმართლე ის არის, რომ „ლივერპული” ახლოსაა… დადებულ ფასთან, მაგრამ სანამ 40 მილიონ ევრომდე არ ავა, შეთანხმება არ შედგება.
ლიმი ვითარებას ისევე ძაბავს, როგორც „მილან”-იუნუს მუსას შემთხვევაში ძაბავდა. ის ფიქრობს, რომ მისი პოზიცია საბოლოოდ მწვანე შუქამდე მიიყვანს, მაგრამ… „ლივერპული” იტალიური კლუბი არ არის. ამის გამო მხარეებს შორის ერთგვარი ცივი ომი დაიწყო. ოპერაცია რამდენიმე დღეა რაც დაიბლოკა და ლამის ჩაიშალა კიდეც. ინგლისელებს მიაჩნიათ, რომ 40 მილიონი ამ ტრანსფერისთვის მეტისმეტია. ლიმი კი თამასას სულ მაღლა და მაღლა წევს. ამ მომენტისთვის დაძაბულობა მაქსიმალურია. თუ „ლივერპული” დანებდება და მოთხოვნილ თანხას გადაიხდის მაშინ… მაგრამ ის ბოლო ნაბიჯს არ დგამს, რაც იმას ნიშნავს, რომ პიტერ ლიმის მოთხოვნათა შესრულება არ უნდა.
შაბათს მამარდაშვილმა „ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა. მიზეზი: მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ არსებობს. პოზიციები ერთმანეთისგან შორს არის, მაგრამ… მისაღებ მანძილზე. სიტყვათა ასეთი თამაში კი „ვალენსიას” პოზიციას კარგად აღწერს. რამდენიმედღიანი ჩიხის შემდეგ ამ კვირაში რაღაცა უნდა მოხერხდეს.
დარიო პუიჩი, „მარკა”
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები26/09/2026 | 09:04ძმები ჩარლზების ბენეფისი თბილისში
მთავარი ამბავი26/09/2026 | 07:50ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელი მსაჯობამ გააბრაზა
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 09:15ფაბიან რუისი: გამიხარდება ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელი თუ მოიგებს
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 07:33მოქმედებს მედია-სიგიჟე ხმოსან ჟურნალისტებზე?
