თვე: ივლისი 2024

Home 2024 ივლისი
ოლიმპიადა სკანდალით დაიწყო
ჩანაწერი

ოლიმპიადა სკანდალით დაიწყო

პარიზის ოლიმპიადა სკანდალური შემთხვევით დაიწყო და ამ სკანდალის მთავარი გმირი გახლდათ VAR. არგენტინამ მაროკოსთან 1:2 წააგო, მაგრამ ამის შესახებ ორი საათის მერე გაიგო. მანამდე ეგონა, რომ ფრედ 2:2 ითამაშა. „ალბისელესტე” 0:2-ს აგებდა. 68-ე წუთზე დიეგო სიმეონეს ვაჟმა და „ნაპოლის” ფორვარდის ჯოვანი სიმეონეს ძმამ ჯულიანომ სხვაობა შემაცირა, 90+16 წუთზე კი კრისტიან მედინამ ანგარიში გაათანაბრა. მედინამ ახლოდან...

სარეკლამო უფლებები კლუბს გადაეცემა
ჩანაწერი

სარეკლამო უფლებები კლუბს გადაეცემა

დღევანდელი ნეაპოლური საიტების მთავარი თემა რომელუ ლუკაკუა. „პარტენოპეელები” სატრანსფერო ბაზარზე ორი საკითხით არიან დაკავებულები: ცდილობენ ვიქტორ ოსიმენი რამენაირად „პარი სენ ჟერმენს” მიჰყიდონ და „ჩელსისთან” ლუკაკუს საქმე გაკვაჭონ. „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენს 130 მილიონ ევროდ აფასებს, რაც საყოველთაო აზრით ბაზრის ჩარჩოებიდან ამოვარდნილი თანხაა. პარიზელები ამდენის გადახდას არ აპირებენ. ბოლო ინფორმაციით, „ნაპოლიმ” ნიგერიელის ფასი დაახლოებით...

ვან დაიკი მზადაა
ჩანაწერი

ვან დაიკი მზადაა

„ლივერპულის“ მცველს ვირჯილ ვან დაიკს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. როგორც ამბობენ, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ ახალი კონტრაქტის შეთავაზების შემთხვევაში მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდეა ძალაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე აქტიურად ვრცელდებოდა ხმები საუდური კლუბების ვან დაიკის მიმართ ინტერესის შესახებ.    

გიუნდოგანი ბარსელონაში დარჩება
ჩანაწერი

გიუნდოგანი ბარსელონაში დარჩება

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანი კატალონიურ გუნდში დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დაინტერესებულია ესპანეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონის და კატალონიელთა აღზრდილის, დანი ოლმოს „ლაიფციგიდან“ ტრანსფერით. 33 წლის ნახევარმცველი „ბარსელონას“ დატოვებაზე არ ფიქრობს და კლუბში კონტრაქტის დასრულება სურს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიუნდოგანი შესაძლოა ყატარულ „ალ-სადში“ გადასულიყო. შეგახსენებთ, გასულ სეზონში გიუნდოგანმა ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი...

აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
ჩანაწერი

აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა

პორტუგალიურმა კლუბმა „ავეშმა“ გიორგი აურჯანიას ტრანსფერი დაადასტურა: „ჩვენი გუნდის ნახევარდაცვა ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა, გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში თურქეთის სუპერლიგაში გატარებული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა. მან საქართველოს ნაკრებში 39 მატჩი ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ იმიტომ გამოტოვა, რომ თურქულ კლუბთან გარკვეული იურიდიული დავა ჰქონდა“, – აღნიშნილია კლუბის კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ახალ კლუბში გადასვლასთან დაკავშრებით კომენტარი გიორგი...

ოსიმენი საუდის არაბეთზე დაფიქრებულა
ჩანაწერი

ოსიმენი საუდის არაბეთზე დაფიქრებულა

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის” ტვირთად იქცა. როგორც calciomercato წერს, ის არის სეზონში 12-მილიონიანი პრობლემა, რომლის გამოც კლუბმა 2026 წლის ივნისამდე ბიუჯეტს 31 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. გასაგებად რომ ვთქვათ, თუ ნიგერიელი „მარადონაზე” დარჩება, აურელიო დე ლაურენტისს მისთვის „ხელზე” გადასახდელი თანხის გარდა ბრუტო-ხელფასისა და კონტრაქტის ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინებით სახელმწიფოსთვის დამატებით 31 მილიონის მიცემა მოუწევს. რაც უფრო გვიანდება...

დე ლა ფუენტე: გარდატეხის წერტილი საქართველო იყო
ჩანაწერი

დე ლა ფუენტე: გარდატეხის წერტილი საქართველო იყო

„მარკამ” ესპანეთის ნაკრების მწვრთნელთან ლუის დე ლა ფუენტესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ვრცელი საუბარი ეხება სხვადასხვა თემას, წარსულსა და მომავალს, ჩვენ კი ის მონაკვეთი მოვნიშნეთ, რომელშიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონთა თავკაცი საქართველოს ეხება. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს: – ესპანელებს გვყავს 17 წლის ბიჭი. ის ახლახანს გახდა ჩვიდმეტის, უკვე ევროპის ჩემპიონია და ყოველი მხრიდან ქება ესმის. დღეს ლამინე იამალს...

როცა ის ბურთს მიიღებს…
ჩანაწერი

როცა ის ბურთს მიიღებს…

„ლივერპულის“ მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მაიამის „ინტერის“ თავდამსხმელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. „მის წინააღმდეგ თამაშისას სრულიად განსხვავებულ გრძნობებს განვიცდი. ყოველთვის უნდა იყო საგანგებო მზადყოფნაში, როცა ის ბურთით თქვენს მახლობლად არის და ვფიქრობ, ძალიან იშვიათია, მოთამაშე რომელიც ოპონენტს ასე აფორიაქებდეს. ჩემი აზრით, ის საუკეთესოა თამაშის ბევრ ასპექტში, მას შეუძლია თითქმის ყველაფერი გააკეთოს ფეხბურთის მოედანზე და ამიტომაც ის...

მარიო ჯიუფრედი: პირველად ინტერმა დამირეკა
ჩანაწერი

მარიო ჯიუფრედი: პირველად ინტერმა დამირეკა

„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ დაპირებულ პრეს-კონფერენციაზე თავისი კლიენტისა და კლუბის ურთიერთობაზე ილაპარაკა. შესავალში მან თქვა, რომ დი ლორენცო „ნაპოლიში” რჩება. შემდეგ აგენტმა აღწერა ტრიუმფალური სეზონის შემდგომი პერიოდის სირთულეები, რომელსაც „აძურიში” მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ცვლილება დაემთხვა. ამ მიზეზების ერთობლიობამ განაპირობა ცუდი შედეგები. ჯამში ჩამოყალიბდა არასასურველი გარემო, რამაც მთლიანად გუნდზე და პირადად დი...

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს უძვირეს ფეხბურთელთა სიმბოლურ ნაკრებშია
ჩანაწერი

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს უძვირეს ფეხბურთელთა სიმბოლურ ნაკრებშია

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიმბოლურ ნაკრებშიაო, სიამაყით წერს ვალენსიური საიტი plazadeportiva. თერთმეტეული Transfermarkt-მა შეადგინა. მთელი მსოფლიოს ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულების ანგარიშში გაწაფული პორტალის ვერსიით ქართველი მეკარის ფასი ევრო 2024-ის შემდეგ 45 მილიონი ევრო გახდა, რაც პორტუგალიელი დიოგო კოშტას ფასთან ერთად მეკარეთა ღირებულებათა შორის ყველაზე მაღალია. იმ გუნდის დაცვაში, რომლის კარსაც სიმბოლურად „ვალენსიას” გოლკიპერი იცავს,...