თვე: ივლისი 2024

Home 2024 ივლისი
იამალმა რონალდუ გაიმეორა
ჩანაწერი

იამალმა რონალდუ გაიმეორა

თავდამსხმელი ლამინ იამალი პირველი მოზარდია, რომელმაც რამდენიმე საგოლე გადაცემა შეასრულა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიელი ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ. შეგახსენებთ, რომ იამალ საგოლე პასით გამოირჩა ტურნირის მერვედფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებთან (4:1). 16 წლის ფორვარდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროფლეი-ოფის ისტორიაში, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა. ევროპის 2024 წლის მიმდინარე ჩემპიონატზე იამალმა მონაწილეობა მიიღო ოთხ მატჩში, რომელშიც...

ბელინგემის უნიკალური მიღწევა
ჩანაწერი

ბელინგემის უნიკალური მიღწევა

ევრო 2024-ის მერვედშფინალურ მატჩში ინგლისის ეროვნულმა გუნდმა  სლოვაკეთისას დამატებით დროში 2:1 მოუგო (1:1 – ძირითადი დრო). მატჩის ძირითად დროში ინგლისელებისგან გოლი ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა გაიტანა. მან თავი 90+5-ე წუთზე გამოიჩინა, რის წყალობითაც თამაში დამატებით დროში გადავიდა. გოლის მომენტში ტაბლოზე დაფიქსირდა დრო 94:34. ამრიგად, ბელინგემი გახდა ინგლისის ნაკრების ყველაზე გვიანი გოლის ავტორი დიდ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი/ევრო),...

12 ქართველი პარიზის საგზურისთვის
ჩანაწერი

12 ქართველი პარიზის საგზურისთვის

  საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2-7 ივლისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს. პარიზის თამაშების ერთი საგზურისთვის რიგაში ექვსი ქვეყნის ნაკრები ითამაშებს. A ჯგუფში საქართველო, ლატვია და ფილიპინები მოხვდნენ, B ჯგუფში კი ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი. ჯგუფების 2-2 გამარჯვებული ნახევარფინალსა და ფინალში გაარკვევენ ვინ ითამასებს პარიზის ოლიმპიადაზე, რომელიც 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით...

ბელინგემი: ვინ თუ არა მე?!
ჩანაწერი

ბელინგემი: ვინ თუ არა მე?!

ინგლისი სლოვაკეთთან 0:1-ს აგებდა, თამაში მთავრდებოდა, გარეთ საუთგეიტის ამბიციური გუნდი კი გავარდნის პირას იყო, როდესაც „რეალის” ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა მაკრატელა დარტყმით გაქვითა ანგარიში და მერვედფინალური დაპირისპირება დამატებით დროში გადაიყვანა. „ამას მეტი ვინ იზამდა?!” — იღრიალა ბელინგემმა და მსოფლიო ფეხბურთს მესიჯი გაუგზავნა: მაცადეთ, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო. ზოგადად ვარსკვლავს უბრალოდ კარგი ფეხბურთელისგან გადამწყვეტ მომენტში თავის გამოჩენის...

დე ლა ფუენტეს 9 გოლზე სწყდება გული, სანიოლს ოფსაიდზე
ჩანაწერი

დე ლა ფუენტეს 9 გოლზე სწყდება გული, სანიოლს ოფსაიდზე

ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთმა საქართველოს 4:1 მოუგო. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა ჟურნალისტებს თავიანთი შთაბეჭდილება გაუზიარეს. მათგან ყველაზე ნაკლებად დიპლომატიური და გულწრფელი შემდეგი გახლდათ. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი): „შედეგის თავლსაზრისით გავწბილდით და არა იმიტომ, რომ მეტოქემ ხიფათი შეგვიქმნა – თუმც ვიცით, რომ საქართველოს ჩინებულად შეუძლია კონტრშეტევა – არამედ იმიტომ, რომ საკუთარ კარში თავად...